| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში“ ახალი სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო. სწავლის პირველ დღეს მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა.
დირექციამ და პედაგოგებმა განსაკუთრებული დახვედრა მოიწყვეს ყველაზე პატარებს - პირველკლასელებს და სასკოლო ცხოვრების პირველი ნაბიჯები ზეიმად უქციეს. პატარებს სტუმრობდნენ ანიმატორები. ზღაპრის გმირებმა მოსწავლეები სახალისო აქტივობებში ჩართეს და სწავლის დაწყება მიულოცეს.
სასკოლო ცხოვრების დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცეს პატარებს დირექტორმა და პედაგოგებმა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს.
„GAHS- ში პირველკლასელთა საოცარი თავგადასავალი იწყება! - მოდით, ერთად გავხადოთ ეს სასწავლო წელი დაუვიწყარი!“, -ამ შემართებით დაიწყეს სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება