სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გახსოვდეთ, თითოეული თქვენგანის წარმატება ჩვენთვის მარად საამაყო იქნება“ - ზემო წინსვლის საჯარო სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
05-09-2024
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა მიღწევებით ამაყობენ. 

სკოლის კურსდამთავრებულებმა - საბა ბოლქვაძემ, გურამ ირემაძემ, ანანო თავდგირიძემ, მილენა ქარცივაძემ, თეა დუმბაძემ, მამუკა ბერიძემ, დავით ჩამბამ და ლინდა ბასილაძემ გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავენ და იმედოვნებენ, რომ კურსდამთავრებულები პროფესიებს წარმატებით დაეუფლებიან და ღირსეულად ემსახურებიან სამშობლოს. 

„ზემო წინსვლის საჯარო სკოლა კიდევ ერთხელ ულოცავს ჩვენი სკოლის 2024 წლის კურსდამთავრებულებს სტუდენტობას საბა ბოლქვაძეს, გურამ ირემაძეს, ანანო თავდგირიძეს, მილენა ქარცივაძეს, თეა დუმბაძეს, მამუკა ბერიძეს, დავით ჩამბას, ლინდა ბასილაძეს... გილოცავთ, გლოცავთ და მუდამ გახსოვდეთ, თითოეული თქვენგანის წარმატება ჩვენთვის მარად საამაყო იქნება....თქვენ არა მხოლოდ ჩვენი სოფლის, სკოლის, არამედ მთლიანად საქართველოს იმედი და ძალა ხართ“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

სრული ტესტის საფასური 100 ლარია - გამოცდაზე რეგისტრაცია 23 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძელებელი

პიროვნება
სკოლები
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება