სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რა არის განათლების ფსიქოლოგია - რატომ არის მნიშვნელოვანი მასწავლებლებმა იცოდნენ, რა გზებით სწავლობენ უკეთ მოსწავლეები
06-10-2024
-
+


განათლების ფსიქოლოგია მოიაზრებს იმის ათვისებას, თუ როგორ სწავლობენ და ინახავენ ადამიანები ინფორმაციას. იგი ძირითადად ორიენტირებულია ადრეული ბავშვობისა და მოზარდობის სასწავლო პროცესზე. თუმცა, სწავლა მთელი ცხოვრება გრძელდება. ადამიანები მხოლოდ სკოლაში არ სწავლობენ. ისინი ახალ რაღაცებს მეგობრებთან, სახლში, სოციალური მედიის მეშვეობით, სამსახურსა და სხვადასხვა ცხოვრებისურული გამოცდილებიდან ითვისებენ.

მასწავლებლისთვის, ადამიანისთვის, რომელიც სკოლაში ბავშვების მეგზურია, ძალიან მნიშვნელოვანია განათლების ფსიქოლოგია ესმოდეს. ასე იგი მეტად დაეხმარება მოსწავლეებს სხვადასხვა საკითხი უკეთ შეიმეცნონ, გაკვეთილის მიმდინარეობაში ჩაერთონ და უნარები სწორი მიმართულებით განავითარონ. საკითხის შესახებ etaloni.ge-მ ინფორმაცია მოიძია და მკითხველს სთავაზობს. 

აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო ფსიქოლოგები იმ ბიოლოგიურ, კოგნიტურ, ემოციურ და სოციალურ ფაქტორებს სწავლობენ, რომლებიც უკეთ ათვისებაში გვეხმარება. ისინი შეიძლება სპეციალიზირდნენ ბავშვებზე, რომლებსაც კონკრეტული სასწავლო გამოწვევები აქვთ და ისეთი სწავლების მეთოდები განავითარონ, რომლებიც მოსწავლეებს სკოლაში წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ. 

განათლების ფსიქოლოგია ფსიქოლოგიის რამდენიმე სხვა დისციპლინას აერთიანებს, მათ შორის, განვითარების ფსიქოლოგიას, ქცევის ფსიქოლოგიას და კოგნიტურ ფსიქოლოგიას. დროთა განმავლობაში, გაჩნდა აზროვნების ხუთი ძირითადი სკოლა, მათ შორის ბიჰევიორიზმი, კოგნიტივიზმი, კონსტრუქტივიზმი, გამოცდილება და სოციალური კონტექსტური სწავლის თეორიები.

პერსპექტივები განათლების ფსიქოლოგიაში

როგორც ფსიქოლოგიის სხვა სფეროებში, საგანმანათლებლო ფსიქოლოგიის მკვლევარები, როგორც წესი, პრობლემის განხილვისას განსხვავებულ პერსპექტივებს ისახავენ. ეს პერსპექტივები ფოკუსირებულია კონკრეტულ ფაქტორებზე, რომლებიც მოქმედებენ სწავლაზე, მათ შორის აზრებზე, ემოციებზე, ქცევებზე, გამოცდილებაზე და სხვა.

კვლევის ამ სფეროში დომინირებს აზროვნების ხუთი ძირითადი სკოლა, მათ შორის ქცევითი, განვითარების, კოგნიტური, კონსტრუქტივისტული და ექსპერიმენტული პერსპექტივები.

ქცევითი პერსპექტივა

ეს პერსპექტივა ვარაუდობს, რომ ყველა ქცევა ისწავლება. ფსიქოლოგები, რომლებიც ამ პერსპექტივას მიჰყვებიან, მტკიცედ ეყრდნობიან ოპერაციული კონდიცირების პრინციპებს, რათა ახსნან როგორ ხდება სწავლა.

მაგალითად, მასწავლებელმა კარგის სწავლისთვის მოსწავლეების შესაძლოა ჟეტონებით დააჯილდოვოს, რომლების გაცვლაც სხვადასხვა ნივთში იქნება შესაძლებელი. მაგალითად, სათამაშოებსა ან ტკბილეულში. ქცევითი პერსპექტივა გულისხმობს თეორიას, რომ მოსწავლეები ისწავლიან, როდესაც სასურველი ქცევისთვის დაჯილდოვდებიან და ცუდი საქციელისთვის დაისჯებიან. 

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მეთოდები შეიძლება სასარგებლო იყოს, ზოგიერთ შემთხვევაში, ქცევითი მიდგომა კრიტიკის საგანი გამხდარა, რადგან ვერ ითვალისწინებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა დამოკიდებულებები, ემოციები და სწავლის შინაგანი მოტივაცია.

განვითარების პერსპექტივა

განვითარების პერსპექტივა მოიცავს ბიოლოგიური, კოგნიტური, ემოციური და სოციალური განვითარების შესწავლას მთელი ცხოვრების განმავლობაში. ეს პერსპექტივა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ იძენენ ბავშვები ახალ უნარებსა და ცოდნას მათი ზრდისა და განვითარებისას.

განვითარების ფსიქოლოგებისთვის სწავლის პროცესში არსებობს ბალანსი ბუნებასა და აღზრდას შორის. ეს ნიშნავს, რომ ტვინის განვითარებასთან ერთად, იზრდება სწავლის, პრობლემების გადაჭრისა და დამახსოვრების უნარი. ამავდროულად, ოჯახთან, თანამოაზრეებთან, მასწავლებლებთან და მენტორებთან ცხოვრებისეული გამოცდილება ხელს უწყობს სასწავლო პროცესს და ცოდნის შეძენას.

ჟან პიაჟეს შემეცნებითი განვითარების ეტაპები არის განვითარების მნიშვნელოვანი თეორიის ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც შეისწავლის როგორ იზრდებიან ბავშვები ინტელექტუალურად.

იმის გაგებით, თუ როგორ ფიქრობენ ბავშვები განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, საგანმანათლებლო ფსიქოლოგებს შეუძლიათ უკეთ გაიგონ, თუ რა შეუძლიათ ბავშვებს მათი ზრდის თითოეულ ეტაპზე. ეს შეიძლება დაეხმაროს მასწავლებლებს შექმნან სასწავლო მეთოდები და მასალები, რომლებიც მიმართულია კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფებზე.

შემეცნებითი პერსპექტივა

კოგნიტური მიდგომა ბევრად უფრო ფართოდ გავრცელდა, ძირითადად იმიტომ, რომ ის ისეთ ფაქტორებს ითვალისწინებს, როგორიცაა აზროვნება, ყურადღება, ინფორმაციის დამუშავება და მეხსიერების ფორმირება.

კოგნიტური ფსიქოლოგები აფასებენ ისეთ კონსტრუქტებს, როგორიცაა ინდივიდუალური რწმენა, პერსპექტივები, ემოციები და მოტივაციები, რომლებიც ხელს უწყობენ სწავლას. ეს თეორია მხარს უჭერს იმ აზრს, რომ ადამიანი სწავლობს საკუთარი შინაგანი მოტივაციის გამო და არა გარე ჯილდოების გამო, როგორც ამას ბიჰევიორისტი ხედვას.

კონსტრუქტივისტული მიდგომა

ეს პერსპექტივა ფოკუსირებულია იმაზე, თუ როგორ აქტიურად ვაშენებთ ჩვენს ცოდნას სამყაროს შესახებ. კონსტრუქტივიზმი ითვალისწინებს სოციალურ და კულტურულ გავლენებს, რომლებიც მოქმედებს ჩვენი სწავლის ხარისხსა და ფორმაზე. 

ისინი, ვინც კონსტრუქტივისტულ მიდგომას ამჯობინებენ, თვლიან, რომ ის, რაც ადამიანმა უკვე იცის, მნიშვნელოვნად აისახება იმაზე, თუ როგორ სწავლობს ახალ ინფორმაციას კონკრეტული ინდივიდი. ეს ნიშნავს, რომ ახალი ცოდნის დამატება და გაგება შესაძლებელია მხოლოდ არსებული ცოდნის გათვალისწინებით. 

ექსპერიმენტული პერსპექტივა

ეს პერსპექტივა ხაზს უსვამს, რომ ადამიანის ცხოვრებისეული გამოცდილება განაპირობებს იმას, თუ როგორ გაიგებს ის ახალ ინფორმაციას. ეს მეთოდი კონსტრუქტივისტული და კოგნიტური პერსპექტივების მსგავსია, რადგან ის ითვალისწინებს მოსწავლის გამოცდილებას, აზრებსა და გრძნობებს.

განათლების ფსიქოლოგიის ამ მიმართულებების ცოდნა და იმის გააზრება, თუ როგორ ითვისებს ადამიანი ახალ ინფორმაციას, რასაკვირველია, მასწავლებლებისთვის მნიშვნელოვანია. მათ ყოველ დღე სხვადასხვა ინტერესების მოზარდთან შეხვედრა და მათთან კომუნიკაცია უწევთ. 


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

სიახლეები

სექტემბრიდან მასწავლებლები 1250 ლარიან დანამატს მიიღებენ - ვის ეხება მინისტრის გადაწყვეტილება

რეგისტრაცია 30 აპრილს დაიწყება და 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება

სსსმ მოსწავლის ასისტენტებს ფუნქცია-მოვალეობებისა და მომსახურების შეწყვეტის წინაპირობას გააცნობენ - დეტალური ინფორმაცია

შეფასების კრიტერიუმები ცნობილია - რა მინიმალური ქულა გჭირდებათ დაფინანსების მისაღებად

ბავშვებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის 923 შემთხვევა დაფიქსირდა - 2025 წელს ჯამში ბავშვთა მიმართ ძალადობის 1560 შემთხვევა აღირიცხა

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და შემოქმედებითი მიდგომით გააფორმეს თითოეული ასო

 

ქიმიის ლაბორატორიის ბაზაზე შეიქმნა დაბინძურებული ჰაერის გამწმენდი აპარატის ორი მოდელი

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი ნამუშევრები
 

პროექტ-გაკვეთილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიეძღვნა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ბიოლოგიის მასწავლებელი ნაირა ბერულავა

საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება