სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქიმიის გამოცდაში 63-დან 63 ქულა - ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულის ნინო ყოჩიაშვილიას საამაყო შედეგი
09-08-2024
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგებით განსაკუთრებით ის აბიტურიენტები ხარობენ, რომლებმაც მაქსიმალური ქულები მიიღეს. ერთ-ერთი მათგანი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის აბიტურიენტი ნინო ყოჩიაშვილია. მანდ ქიმიის გამოცდაში 63-დან 63 ქულა დაიმსახურა. 

როგორც ნინო ყოჩიაშვილმა etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, მისთვის ქიმიის გამოცდა ძალიან მარტივი იყო. მეტიც, თავიდანვე გრძნობდა, რომ მაქსიმალურ შედეგს დადებდა. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, აბიტურიენტს სწავლა სამედიცინო უნივერსიტეტში სურს. 

„ქიმიის გამოცდიდან გამოსვლისას, მართლა ძალიან კმაყოფილი ვიყავი. ფაქტობრივად, არც ერთ კითხვაში არ მეპარებოდა ეჭვი და სახლშიც რომ გადავამოწმე, დავრწმუნდი, შეიძლება მაქსიმალური ქულა მქონოდა. ქიმია მეოთხე საგანი იყო, მესამე კი ბიოლოგია. ამ საგანშიც მაღალი ქულა მაქვს. 

ზოგადად, ჩემი აზრით, ქიმია მარტივი საგანი არ არის, მაგრამ ეროვნულების ტესტი მე პირადად მეადვილა. ჩემი მასწავლებელი მანანა გიკაშვილია. ის ძალიან კარგი პედაგოგია. სწავლის გაგრძელება სამედიცინო უნივერსიტეტში მსურს“,- თქვა ნინო ყოჩიაშვილმა. 


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“

ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში

თბილისში ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს - ზარალი 20 000 ლარს აღემატება

შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში

გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენისა და შემოწმების ვადები იცვლება

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
მოსწავლეებმა საკლასო ოთახში ღონისძიებით გააცოცხლეს იმერული შემოდგომა
 
პირველკლასელებმა მწვანე მომავლისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს
 

სკოლაში მას გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და წარმატებას უსურვებენ ამ მნიშვნელოვან ასპარეზზე

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება