| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ეიბიჯიეს აკადემიაში“ მუდამ მნიშვნელოვანი კურსები მიმდინარეობს, აკადემიის სავიზიტო ბარათი „დამწყებ ტრენერთა ტრენინგია“, რომელიც როგორც კურსის მენტორი, ანა ბუცხრიკიძე გვეუბნება, მომავალ ტრენერებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, სტაჟირების სახით, რომელსაც, ასევე „ეიბიჯიეს აკადემიაში“ გაივლიან და აკადემიაშივე დასაქმდებიან სურვილის შემთხვევაში.
„დამწყებ ტრენერთა ტრენინგის“ მეშვიდე ნაკადის კიდევ ერთ წარმატებული მონაწილე, ფსიქოლოგი ქეთევან ქიბროწაშვილია, რომელმაც კურსის ფარგლებში ყველა დავალებას წარმატებით გაართვა თავი და ახლა მსმენელს მნიშვნელოვან კურსებს ჰპირდება. პირველი თემა, რომელსაც ქეთევანი ფართო აუდიტორიასთან ჩაატარებს პოზიტიურ აზროვნებას და მის მნიშვნელობას ეხება და მისი სახელწოდებაა - „პოზიტიური ფსიქოლოგიის გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე“.
როგორც „ეიბიჯიეს აკადემიაში“ აღნიშნავენ მსმენელი ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შეიტყობს შეხვედრაზე.
ჩატარების თარიღს აკადემია აგვისტოს თვეში დააანონსებს და მსურველებს უფასოდ დასწრების შესაძლებლობა ექნებათ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
ძლიერი ნალექი, თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი