სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„აბიტურიენტებს ვურჩევდი, უნარების მიხედვით იპოვონ ადგილი ცხოვრებაში“ - მერაბ ხოზრევანიძე, კვატიის საჯარო სკოლის დირექტორი
26-07-2024
-
+


დიმიტრი ხოზრევანიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიის საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ ხოზრევანიძე მოწოდებულია ქვეყანას წარმატებული მომავალი თაობა აღუზარდოს.  „თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასდროს შეწყვიტო სწავლა“ - არის დარიგება, რომლითაც ხელმძღვანელობს, შესაბამისად სიახლეებსა და გამოწვევებს არ უშინდება და თვითგანვითარებაზე ზრუნავს. იმისთვის, კი რომ ახალგაზრდებს მისცეს ხარისხიანი განათლება და ჩამოუყალიბოს სწორი ხედვა, ძალ-ღონეს არ იშურებს. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კვატიის საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ ხოზრევანიძე პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- უსაფრთხო სასწავლო გარემოს, წარმატებული მომავალი თაობის აღზრდას, ახალი გამოწვევებისათვის მუდმივ მზაობას, მომავალი თაობებისათვის სწორი ხედვის ჩამოყალიბებას.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასდროს შეწყვიტო სწავლა.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- სჯეროდეთ საკუთრი თავის, აირჩიონ მოთხოვნადი პროფესია, მიზანმიმმართულად გამოიყენონ თავიანთი ცოდნა, უნარების მიხედვით იპოვონ ადგილი ცხოვრებაში, რომელიც დიდ საქმეს მოუტანს არამარტო მათ, არამედ მთელ ქვეყანას.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია... 

- მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ დასახული მიზნების განხორციელებას, არ ჩამორჩნენ ქვეყნის წინსვლას, ყოველდღიურად აიმაღლონ ცოდნა, იკითხონ ბევრი.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- იმეგობრო მათთან, მათ მიმართ დიდი ნდობის ჩამოყალიბება, მოსწავლის სიყვარული ნიშნავს დიდ მონაპოვარს მასწავლებლისთვის.

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- პირველ რიგში ქართველი მწერლების თხზულებებს, რომელიც ფართოდ უშლის გზას უკეთესი მომავლის შესაქმნელად, განსაკუთრებით ნოდარ დუმბაძისა და გოდერძი ჩოხელის წიგნებზე გაამახვილონ ყურადღება. 

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- საკუთარ თავს ვურჩედი, ყოველდღიურად ვცდილობ არ ჩამოვრჩე სიახლის კურსს უფრო მეტი ვაკეთო სასკოლო ცხოვრებაში, რაც წარმატებას მომიტანს, ვიზრუნო თვითთგანვითარებისათვის, ვიყო წარმატებული ლიდერი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

პიროვნება
სკოლები

სკოლაში ამაყობენ მოსწავლეთა წარმატებით და მათ ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

ღონისძიება სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობით წარიმართა

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება