სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია, საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ქვეყნის განვითარებას მოახმარონ“ - ანაიტ პარონიან​ი, მაჭატიის საჯარო სკოლის დირექტორი
24-07-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლაში დირექტორი ანაიტ პარონიან​ი პოზიტიურ სასწავლო გარემოს უზრუნველყოფს. მისი თქმით, სკოლის წარმატება ნიშნავს მოსწავლეთა მაღალ მიღწევებს, კოლეგიალობას და ურთიერთანამშროლობას, მშობელთა ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში. სამივე რგოლთან წარმატებული თანამშრომლობით კი მოწოდებულია ქვეყანას განათლებული თაობა აღუზარდოს. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მაჭატიის საჯარო სკოლის დირექტორი ანაიტ პარონიან​ი პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- პოზიტიურ სასწავლო გარემოს, მოსწავლეთა მაღალ მიღწევებს, კოლეგიალობას და ურთიერთანამშროლობას, მშობელთა ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- „არ გაუკეთო სხვა ის, რაც შენ არ გინდა რომ გაგიკეთონ“.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- სჯეროდეთ საკუთარი თავის, არასოდეს შეწყვიტონ განვითარება, მზად იყვნენ სიახლეებისა და გამოწვევებისათვის.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...

- საკუთარი ცოდნა და გამოცდილება, საკუთარი ქვეყნის განვითარებას მოახმარონ. 

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- გიყვარდეს ყველანაირი: ცელქი, ჯიუტი, ბეჯითი, ზარმაცი, მოწყენილი, გახარებული, მოტივირებული. მიიღო ისეთი როგორიც არის. 

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ასაკს და ინტერესს აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ვფიქრობ, უნდა წაიკითხონ: რიჩარდ ბახის „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“, ჰარიეტ ბიჩერ სტოუ „ბიძია თომას ქოხი“, ანა ფრანკის დღიურები, ნ. დუმბაძის „ძაღლი“, „მზიანი ღამე“, გოდერძი ჩოხელის „ადამიანთა სევდა“, ჭაბუა ამირეჯიბის  „დათა თუთაშხია“...

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- შევძლო, ბევრი რამ გავაკეთო ჩემი სოფლისა და სკოლისთვის სასიკეთო, მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება