სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარნეულის N2 სკოლის მოსწავლეთა ნაყოფიერი არდადეგები და საზაფხულო ბანაკში გატარებული ოთხი წარმატებული დღე
23-07-2024
-
+


მარნეულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ზაფხულის არდადეგებს ნაყოფიერად ატარებენ. 

სკოლის 12-მა მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო საზაფხულო ბანაკში - ერთიანი საქართველო ევროპისთვის.

ოთხდღიანი ბანაკის ფარგლებში, რომელსაც ლოპოტას სასტუმრო კომპლექსმა უმასპინძლა, მონაწილეებმა მოისმინეს თემატური ლექციები ევროკავშირის შესახებ, ჩამოაყალიბეს ინიციატივები, რომლებსაც განახორციელებენ საკუთარ თემებში (გაზრდიან ევროკავშირის ცნობადობას), შეასრულეს სახალისო დავალებები და ჩაერთვნენ სხვადასხვა გასართობ-შემეცნებით აქტივობაში.

ბანაკის ფარგლებში დაფინანსდა 4 იდეა 5000-5000 ლარით. აღსანიშნავია, რომ ოთხივე გუნდში წარმოდგენილია მარნეულის N2 საჯარო სკოლის მინიმუმ ერთი მოსწავლე. ბანაკში ერთ-ერთ ლიდერად მიწვეული იყო მარნეულის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი თემო სუყაშვილი.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს – „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“ ახორციელებს  კონრად ადენაუერის ფონდი (KAS), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF) და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი (IJH).

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება