| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულის N5 საჯარო სკოლას არაერთი განათლებული თაობა აღუზრდია. წელს, ცოდნის ტაძრიდან 75 კურსდამთავრებული დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს.
ღონისძიება ემოციებით სავსე იყო, მოსწავლეებმა სკოლაში გატარებული დაუვიწყარი წლები შეაჯამეს, ყველაზე დასამახსოვრებელი სასკოლო დღეები გაიხსენეს და საყვარელ პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდებს გზა დაულოცეს, წარმატებული მომავალი უსურვეს.
„მინდა გულით და სულით მივულოცო ჩვენი სკოლის გონიერ, ჭკვიან და საამაყო კურსდამთავრებულებს ცხოვრების ერთი ეტაპის დასრულება და ვუსურვო ბედნიერი მომავალი. წელს ჩვენს სკოლას 75 კურსდამთავრებული ჰყავს. გილოცავთ, ბავშვებო! თქვენი სკოლა ამაყობს თქვენით. გვიყვარხართ“,- ვკითხულობთ სკოლის სახელით გავრცელებულ წერილში.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის N5 საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულებს აქტიურად გულშემატკივრობენ და სასურველი პროფესიების დაუფლებას და წარმატებულ მომავალს უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ზოგადი განათლების კანონში ორი ცვლილება შედის - დეტალები
ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას