სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

„ბავშვებს არ მიეწოდებათ ის ცოდნა, რასაც იმსახურებენ, მიზეზი დაუხვეწავი სახელმძღვანელოებია“ - აპლიკანტი ტესტებსა და განათლების სისტემაზე
27-07-2024
-
+


19 ივლისს, პირველ სესიაზე უცხოური ენებისა და სპორტის მასწავლებლების გამოცდა ჩატარდა. სპორტის გამოცდას აბარებდა დავით ალიაშვილი, მასწავლებლობის მსურველი, რომლისთვისაც ოჯახი შთაგონების წყარო გახდა და ბევრი წლის შემდეგ, გადაწყვიტა გამხდარიყო პედაგოგი და აესრულებინა ბავშვობის ოცნება - შეეტანა წვლილი ბავშვობის აღზრდაში. 

რამდენად რთული იყო ტესტები, რომელი დავალება აღმოჩნდა გაურკვეველი აპლიკანტისთვის და რა არის დღეს ქართულ განათლების სისტემაში დასახვეწი - ამ თემებზე, Etaloni.ge-სთან სპორტის მასწავლებლობის მსურველი  დავით ალიაშვილი საუბრობს. 

„წელს პირველად გავედი სპორტის გამოცდაზე, ტესტები არც ისე რთული იყო, ერთადერთი კითხვა მომეჩვენა ულოგიკოდ, ფოტო იყო ნაჩვენები, სადაც 4 ბავშვს გამოჰქონდა დროშა და უნდა მიმხვდარიყავი რიტუალი იყო თუ რა. დანარჩენი ისეთი არაფერი ყოფილა, საკმაოდ მშვიდად და წყნარად მიმდინარეობდა გამოცდა.  

ჩემი წინაპრები და ოჯახის წევრები, ყველა პედაგოგი იყო, მეც ვისურვე, რომ გავმხდარიყავი მასწავლებელი და თუ ასე მოხდება, ბევრ რამეს წავიყვან პოზიტივისკენ, ყოველთვის მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა ბავშვების აღზრდაში და ვფიქრობ, რომ პროფესიონალურად მოვახერხებ კიდეც ამას. 

რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება, ჩვენც განვითარების რეჟიმში უნდა ვიყოთ. პრობლემებიც საკმაოდ ბევრია, თუმცა ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მოსწავლეებისთვის სასწავლო მასალა უნდა იყოს მისაწვდომი და გასაგები. ვფიქრობ, რომ ბავშვებს არ მიეწოდებათ ის ცოდნა და განათლება, რასაც იმსახურებენ, ამის მთავარი მიზეზი კი დაუხვეწავი სახელმძღვანელოებია. თუმცა მასწავლებლები საკმაოდ კარგად ასწავლიან, იმის ფარგლებში, რის შესაძლებლობასაც სახელმძღვანელოები აძლევთ.

მასწავლებელი დამაკავშირებელია წიგნსა და მოსწავლეს შორის. მთავარია სახელმძღვანელო იყოს კარგი, რომ მასწავლებელმა საფუძვლიანად ასწავლოს მოსწავლეს - ამის გამოსწორება და პრობლემის აღმოფხვრა ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნავს დავით ალიაშვილი.  


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება