სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სსსმ მოსწავლეებთან მომუშავე ასისტენტები დაუფასებლები ვართ და ანაზღაურება არ შეესაბამება ჩვენს შრომას“
11-07-2024
-
+


დღეს, საბაზო პროფესიული უნარების გამოცდას სპეციალური მასწავლებლობის მსურველები აბარებდნენ და როგორც ტესტირებიდან გამოსული აპლიკანტები ამბობენ, საკითხები ძირითადად  ზოგადი უნარებიდან იყო და ნაკლებად ეხებოდა უშუალოდ სსსმ მოსწავლეებს. აღსანიშნავია, რომ ტესტირებაზე სპეცმასწავლებლის ასისტენტებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

„ფსიქოლოგიაზე ვსწავლობდი და მინდოდა ჩემი თავი გამომეცადა, ვინერვიულე, თან პირველად ჩატარდა ეს გამოცდა და არ ვიცოდი, რა ტიპის ტესტები იქნებოდა… რთული იყო, განსაკუთრებით ტესტური დავალებები გამიჭირდა, კონკრეტულ თეორიულ ცოდნას მოითხოვდა. სპეცმასწავლებლობაზე სტუდენტობიდან ვფიქრობდი, მუშაობის გამოცდილება არ მაქვს, თუმცა სიამოვნებით ვიმუშავებდი სკოლაში“;

„ძირითადად ზოგადი უნარებიდან იყო დავალებები და ნაკლებად ეხებოდა უშუალოდ სსსმ მოსწავლეებს. დიდად არ გამირთულდა, ვფიქრობ დროც საკმარისია, რომ ტესტი დაწერო. ბიოლოგია მაქვს დამთავრებული და ამჟამად, სსსმ მოსწავლეებთან ასისტენტად ვმუშაობ. გეტყვით, რომ მსიამოვნებს ის, რასაც ვაკეთებ, ძალიან მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა. სსსმ მოსწავლეებთან მუშაობა ძალიან საპასუხისმგებლოა, თუმცა ძალიან საინტერესოც. მიხარია, რომ ამ ბავშვებს განვითარებაში, ახალი უნარების შეძენასა და საკუთარი თავის რწმენის მოპოვებაში ვეხმარები. 

რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, არ გვაქვს შესაბამისი ანაზღაურება, იმისთვის რომ ადამიანმა თავი გაიტანო ეს ხელფასი ძალიან ცოტაა. ამიტომაც ამ პოზიციაზე მუშაობის სურვილს ნაკლებად გამოხატავენ ადამიანები. ამ მიმართულებით თუ რაიმე შეიცვლება ძალიან კარგი იქნება”;

„გამოცდა ნამდვილად არ იყო რთული. რაზეც მიმუშავია, ის იყო გამოცდაზეც, არაფერი განსაკუთრებული. ამჟამად სკოლაში ასისტენტად ვმუშაობ და მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან საპასუხისმგებლოა. მთელი გულით უნდა გინდოდეს და გაინტერესებდეს ეს სფერო, სხვაგვარად ვერ შეძლებ აქ მუშაობას. ბავშვებთან ურთიერთობა უნდა გამოგდიოდეს, უნდა გიყვარდეს ისინი. მშვიდი უნდა იყო შინაგანად და გესმოდეს ის პასუხისმგებლობა, რაც თითოეული მოსწავლის წინაშე გაკისრია.

სამწუხაროდ, სსსმ მოსწავლეებთან მომუშავე ასისტენტები ასე თუ ისე მაინც დაუფასებლები არიან. ანაზღაურება არ შეესაბამება ჩვენს შრომას, ძალიან დაბალია, შესაბამისად ცოტა ადამიანი გამოთქვამს ასისტენტად მუშაობის სურვილს. ამ მხრივ კარგი იქნება თუ მდგომარეობა გამოსწორდება. რაც შეეხება სსსმ მოსწვლეების მიმართ არსებულ სტიგმებს, სამწუხაროდ, რაღაც დოზით დღესაცაა შემორჩენილი, თუმცა თუ კიდევ უფრო გააქტიურდება და გადახალისდება ინკლუზიური განათლება ეს სტერეოტიპები დაიმსხვრევა. მე, პირადად ძალიან მინდა ამის მონაწილე ვიყო, ამიტომაც გავედი გამოცდაზე“;

„პროფესიით ფილოლოგი ვარ. ამჟამად სსსმ მოსწავლეებთან ასისტენტად ვმუშაობ საჯარო სკოლაში. ტესტს რაც შეეხება, არ იყო ისეთი სირთულის რომ ამ სფეროში მომუშავე ადამიანმა ვერ დაძლიოს. თეორეტიკოსებიც იყო, შედარებებიც, ისეთი განსაკუთრებული არაფერი, რომ ვერ დაგეწერა. მიხარია, რომ ამ სფეროს უკვე სათანადო ყურადღება ექცევა, ფასდება ნელ-ნელა, ეს გამოიხატება იმაშიც, რომ უნივერსიტეტები უკვე აკრედიტაციას გადიან და სპეცმასწავლებლების მომზადების საშუალება ეძლევათ. ვფიქრობ მათ მოტივაცია უნდა ავუმაღლოთ”.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება