სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლის წარმატება ნიშნავს წარმატებულ მოსწავლე-მასწავლებელს, სასკოლო ცხოვრებით დაინტერესებულ მშობელს“- დავით სურმანიძე, დარჩიძეების სკოლის დირექტორი
11-07-2024
-
+


თემურ ცეცხლაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეების საჯარო სკოლას დირექტორი დავით სურმანიძე წარმატებით ხელმძღვანელობს. მუდმივ პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ მეტი წარმატებული და ერუდირებული ახალგაზრდა აღუზარდოს ქვეყანას. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დარჩიძეების საჯარო სკოლის დირექტორი დავით სურმანიძე პასუხობს.

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- მოტივირებულ, წარმატებულ მოსწავლეს, მასწავლებელს და სასკოლო ცხოვრებით დაინტერესებულ მშობლებს.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

1) ცხოვრებაში დაისახე მიზანი, რომლისთვისაც ყოველთვის იბრძოლებ, მისი სირთულის მიუხედავად და ვიყო სამართლიანი.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- არჩევანი გააკეთონ საკუთარი გულის კარნახით და საკუთარ არჩევანში ჩარევის უფლება არ მისცენ მათთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებსაც კი და საკუთარი ცოდნის მაქსიმალურად გამოყენებას.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია... 

- მოტივაციის ამაღლება, სწრაფვა და ბრძოლა მიზნისათვის რასაც დაისახავს.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- მასზე ზრუნვას, მეგობრულ და ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას და ზოგადად უპირობო სიყვარულს რაც ნიშნავს, სწორად აგირჩევია მასწავლებლის პროფესია.

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- მოსწავლემ წიგნი თუ რა თემაზე უნდა წაიკითხოს ეს მისი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა შეარჩიოს,  ამიტომ კონკრეტული წიგნის დასახელებისგან თავს შევიკავებ. 

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- მუდმივ პროფესიულ ზრდას და პროცესიდან გამომდინარე ვიტყვი რომ მეტი წარმატებული მოსწავლე და წარმატებული მასწავლებელი ჩვენს ქვეყანას.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“

ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში

თბილისში ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს - ზარალი 20 000 ლარს აღემატება

შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში

გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენისა და შემოწმების ვადები იცვლება

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
მოსწავლეებმა საკლასო ოთახში ღონისძიებით გააცოცხლეს იმერული შემოდგომა
 
პირველკლასელებმა მწვანე მომავლისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს
 

სკოლაში მას გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და წარმატებას უსურვებენ ამ მნიშვნელოვან ასპარეზზე

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება