| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნელი სულხანიშვილი მოსწავლეთა დიდი მხარდამჭერი და გულშემატკივარია, ბავშვების სიყვარულით გულანთებული აღნიშნავს, რომ სწორედ მოსწავლეთა სიყვარულია ის რაც ენერგიით ავსებს და „შეუძლებელს შეაძლებინებს“.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ბორბალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნელი სულხანიშვილი პასუხობს.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- შესაბამისი მატერიალური ბაზა, პროფესიონალთა გუნდი და ყველა მოსწავლის ჩართულობა სასწავლო პროცესში შესაძლებლობების ფარგლებში.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- „ერთს ათად ვერ ვაქცევ, მაგრამ ერთს ათს დავამჯობინებ.“
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- პროფესია აირჩიონ საკუთარი სურვილისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- მედიაწიგნიერებასთან ერთად, წიგნთან მეტად დაახლოება.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- „შეუძლებელს შეგაძლებინებს“, ენერგიით აგავსებს და გულშემატკივარს გაგხდის.
- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში ...
- იაკობ გოგებაშვილის ბიბლიური მოთხრობები და ვაჟა-ფშაველას შემოქმედება.
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- მხნეობას და დროის სწორად განაწილებას, რომ მოვასწრო სკოლისათვის სასიკეთო საქმეების კეთება.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“
ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში
შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას