სიახლეები
სიახლეები

ადგილი, სადაც ინოვაციები, ტექნოლოგიები და ხელოვნება ერთმანეთს ხვდება - KIU კაპელა და ზურა კაჭარავას ისტორია
09-07-2024
-
+


ზურა კაჭარავა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტია. იგი თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო დირიჟორობის კურსდამთავრებული, ეროვნული საგუნდო კონკურსის სამ გზის ოქროს მედალოსანი და KIU კაპელას ხელმძღვანელი და პროექტის კოორდინატორია.


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლისევროპულმა სტანდარტებმა, ინოვაციურმა სივრცემ და კამპუსზე დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობამ ზურას მოტივაცია გაუჩინა სწავლა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ უნივერსიტეტში გაეგრძელებინა და ხელოვნების შემდეგ ახალ პროფესიასაც დაუფლებოდა. „KIU მართლაც უნიკალური სივრცე აღმოჩნდა. აკადემიური სწავლების დატვირთულმა რეჟიმმა, ყოველდღიურმა რუტინამ, კამპუსზე ცხოვრების გამრავალფეროვნების სურვილმა და უნივერსიტეტში გაცნობილი ადამიანების სხვადასხვა სფეროში წარმატებამ შთამაგონა მეც ჩემი პატარა წარმატების ისტორია შემექმნა”- ასე ჩაეყარა საფუძველი „KIU კაპელას”. 


ამბობს, რომ KIU-ში საკმაოდ დატვირთული სწავლის დაწყების შემდეგ განსაკუთრებითენატრებოდა თავისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი - მუსიკა. უნივერსიტეტის ახალმა გარემომ, სტუდენტურმა პროექტებმა, იმ შესაძლებლობამ რასაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ყველა სტუდენტს სთავაზობს, სტიმული მისცა კაპელას პროექტზე დაეწყო მუშაობა და თავდაპირველად იდეა „პოდკასტის ჩემპიონატზე” სტუდენტებთან და ჟიურისთან გააჟღერა. 


პოდკასტის ჩემპიონატი KIU-ს მენეჯმენტის სკოლის ყოველსემესტრული ღონისძიებაა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტ სპიკერებს შესაძლებლობა აქვთ პოდკასტების, ანუ 10 წუთიანი მოხსენებების საშუალებით თავიანთი გამოცდილება, შეხედულებები დამსწრეებს  წარუდგინონ და გაუზიარონ, ესაუბრონ  ღირებულებებზე, პირად წარმატებებსა თუ წარუმატებლობებზე. სწორედ პოდკასტის ჩემპიონატზე გადაწყვიტა ზურამ იდეის პრეზენტაცია. კონკურსზე ჟიური და სტუმრებიც აამღერა და სტუდენტების ინტერესიც მაშინვე გამოიწვია.  შემდეგ კი დაინტერესებულ ახალგაზრდებთან ერთად შეარჩია სარეპეტიციო სივრცე, შესასრულებელი ნაწარმოები და დირიჟორობაც გაიხსენა. 


კაპელაში ამ ეტაპზე 35 სტუდენტია გაწევრიანებული სხვადასხვა გამოცდილებისა და ინტერესების ადამიანს კვირაში ორჯერ, რამდენიმე საათით მუსიკის სიყვარული აერთიანებს. „ნახევარმა გუნდმა სიმღერა ყოველგვარი გამოცდილების გარეშე დაიწყო, თუმცა შრომამ და პასუხისმგებლიანმა დამოკიდებულებამ უკვე პირველი შედეგიც გამოიღო“-, ამბობს ზურა.

იმისათვის, რომ კაპელა განვითარებულიყო, რეპეტიციები კი უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გამხდარიყო, ზურამ თავის გუნდთან ერთად „KIU კაპელას“ სტუდენტურ პროექტზე დაიწყო მუშაობა. მიზანსწრაფულმა ახალგაზრდამ იდეის განვითარებისთვის დაფინანსება სტუდენტური პროექტების დაფინანსების პროგრამიდან მიიღო და ხელოვნების სიყვარული სტუდენტურ პროექტად აქცია.


კაპელას ფარგლებში, აკადემიური პროცესის პარალელურად, ახალგაზრდები სხვადასხვა შეხვედრებსა და ღონისძიებებსაც აორგანიზებენ. სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი ცნობილი მუსიკოსი და  დირიჟორი სტუმრობს უნივერსიტეტს და სტუდენტებისთვის მასტერკლასებს ატარებს.  კაპელამ პირველ წარმატებასაც მიაღწია,  „საქართველოს საგუნდო საზოგადოების” მიერ ჩატარებულ ეროვნულ საგუნდო კონკურსში მონაწილეობა მიიღეს და მაღალი ქულებით მეორე ტურში გადავიდნენ. შემოდგომით ახალგაზრდებს უკვე ფინალი ელოდებათ.  


„კაპელას რეპეტიცია არ არის მხოლოდ სწავლა და სიმღერა. კაპელას წევრების ჯანსაღი ურთიერთობები კამპუსზე სამაგალითოა. ხშირად მეკითხებიან, რას ვაკეთებთ ასეთს კაპელაზე, რომ რეპეტიციიდან ყველა ამაღლებული განწყობით და გაღიმებული გამოვდივართ“, ამბობს ზურა.   მისთვის მიზანი, რომ ტექნოლოგიურ სივრცეში კაპელა ყოფილიყო მუსიკის მოყვარული ადამიანების ჯადოსნურ სამყაროში გადასვლის შესაძლებლობა - შესრულებულია. 


კაპელას  პროექტის მსგავსად, KIU საკუთარი იდეის განხორციელების საშუალებას აძლევს უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს და საუნივერსიტეტო ცხოვრებისა და საგანმანათლებლო გარემოს განვითარების მიზნით, სტუდენტური პროექტების დაფინანსების პროგრამას ახორციელებს. KIU-ს დაფინანსებით 2020 წლიდან, პროგრამის ფარგლებში, 135000-მდე ლარით 20-მდე სტუდენტური პროექტი დაფინანსდა. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს მუსიკალური ოთახი, სპორტული კლუბები, ელექტროინჟინერიის კლუბი; ტარდება ინტელექტუალური ჩემპიონატები, ჰაკათონები, ფესტივალები და სხვა.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

წვიმა, თოვლი და ყინვა...  18 დეკემბრის ჩათვლით ამინდის პროგნოზი ცნობილია

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

დამატებითი სპეციალობები სკოლებსა და ბაღებში, ვისაც მეორე სამსახურში მუშაობის უფლება მიენიჭა

ცნობილია საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც სპეციალური საბჭო 15 დეკემბერს იმსჯელებს

უქმე დღეა თუ არა 17 დეკემბერი სკოლებისა და ბაღებისთვის? - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

დირექტორმა მოსწავლეებს გადასცა დამსახურებული სიგელები, გუნდის ხელმძღვანელებს კი მედლები

მოსწავლეებმა დაათვალიერეს პროფესიული სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

ღონისძიებაში მონაწილეები დიდი მონდომებითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება