| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

etaloni.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მასწავლებელი, თბილისის N169 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, მანანა მერაბიშვილი სასკოლო საზოგადოებამ მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარადგინა, როგორც „გამოცდილი, ავტორიტეტული, მრავალი ღირსეული თაობის პატრიოტული სულისკვეთებით აღმზრდელი“.
ყველა მოსწავლისთვის საყვარელ მანანა მასწავლებელს მუშაობის 51-წლიანი გამოცდილება აქვს, პროფესიულ მიზნად კი ქვეყნისთვის ღირსეული მოქალაქეების აღზრდა უქცევია:
„მასწავლებლობა რთულია, მაგრამ ვიცი, რომ დიდი მოვალეობა მაკისრია ჩვენი ქვეყნისა და მოსწავლეთა წინაშე“, - ამბობს პედაგოგი, რომელმაც არაერთ წარმატებულ მოსწავლეს დაულოცა გზა ცხოვრების ასპარეზზე და მათ შორისაა ხვიჩა კვარაცხელიაც, ფეხბურთელი, რომელიც დღეს უკვე ვარსკვლავია.
ხვიჩამ პედაგოგს ვიდეო მიუძღვნა, სადაც ნათლად გამოხატა დიდი სიყვარული, პატივისცემა და გაწეული ამაგისთვის მადლობაც საჯაროდ გადაუხადა:
„მანანა მასწავლებელო, მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ გაწეული ღვაწლის, უამრავი თაობის ღირსეულად აღზრდისა და დიდი ამაგისთვის, რომელიც ჩემს განათლებაში მიგიძღვით. მახსოვს, ჩვენთან ერთად როგორ თამაშობდით ფეხბურთს და განწყობას გვიმაღლებდით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთეთ და ასევე მომავალი თაობებისთვისაც გააკეთებთ. ჯანმრთელობას, ბედნიერებას გისურვებთ, კიდევ დიდხანს უნდა ემსახუროთ თქვენს საყვარელ საქმიანობას. მიყვარხართ და გაფასებთ ძალიან“, - ამბობს ვიდეოში ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია.
მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე კანდიდატთა წარდგენა 5 ივლისამდე გრძელდება. აღსანიშნავია, რომ მასწავლებლის ეროვნული პრემია მოიცავს ლაურეატზე გადასაცემ 10 000 ლარს, ასევე სამკერდე ნიშანს.
იხილეთ ვიდეო:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას