სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბაღების კურიკულუმის მიმართულებით, ექსპერტთა ახალი ნაკადისთვის სამუშაო შეხვედრა ჩატარდა
27-06-2024
-
+


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში, კურიკულუმის მიმართულებით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტების ახალი ნაკადისთვის სამუშაო შეხვედრების ციკლი გაიმართა.

სამდღიანი სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა: ექსპერტების შესაძლებლობების გაძლიერებას და ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებულ ინფორმირებულობის გაზრდას; ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის საკანონმდებლო ჩარჩოსა და მეთოდოლოგიური დოკუმენტების , რეგულაციებისა და კურიკულუმის ჩარჩოს გაცნობას; სტანდარტის კომპონენტებისა და სტანდარტის შეფასების პრინციპების გაცნობას. ასევე, კურიკულუმი „თამაშის“ შეფასებას ავტორიზაციის სტანდარტების მიხედვით.

სამუშაო შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს თეორიული საკითხები და პრაქტიკული მაგალითები, წარიმართა დისკუსია და გაიმართა კითხვა-პასუხის სესია.

შეხვედრები ციკლს უძღვებოდნენ ცენტრის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები და ადრეული და სკოლამდელი განათლების დარგში მოწვეული ტრენერი თამარ საღინაძე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება