| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტყიბულის N6 საჯარო სკოლას აქტიური სასკოლო საზოგადოება ჰყავს, რომლის წევრებიც არაერთ ღონისძიებასა თუ პროექტში წარმატებით მონაწილეობენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში ქიმიის პედაგოგის - ცისანა ქოქოსაძის თაოსნობით, ეკოკლუბი „21-ე საუკუნე“ გასული წლის სექტემბრიდან ამოქმედდა. ეკოკლუბი უამრავ პროექტს ახორციელებს და „ნიკო კეცხოველის“ პროექტში ჩაერთო.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კლუბმა საკუთარი საქმიანობით ნახევარფინალურ ტურში გადასვლა შეძლო, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია.
ნახევარფინალური ტურისთვის მზადება გაზეთის შექმნით დაიწყო. 8 ივლისს კი, გაზეთისა და პრეზენტაციის საშუალებით, ეკოკლუბელები საკუთარ ნაშრომს სპეციალური ჟიურის წინაშე წარადგენენ.
„ვულოცავთ, სკოლის სახელით, ეკოკლუბს ნახევარფინალურ ტურში გადასვლას და ვუსურვებთ წარმატებებს“,- ამბობენ სკოლაში.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება