სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

„გოსთინგი“, „სიმპ“, „გლოუ აფი“... - რას ნიშნავს სლენგები, რომლითაც gen z მეტყველებს?
09-08-2024
-
+


იმ თაობის წარმომაგენლები, რომელსაც gen z-დ მოიხსენიებენ თავისუფლების მოყვარული, თანამედროვე ტექნოლოგიებში გარკვეული და სხვადასხვა მიმართულებით განვითარებული ახალგაზრდები არიან.

ბუნებრივია, რომ სხვადასხვა თაობა ერთმანეთისგან განსხვავდება და ეს სხვაობა gen z-ისა და დანარჩენებს შორისაცაა. მათ საკუთარი სასაუბრო სლენგები აქვთ, რაც ხშირად მშობლებისთვისაც კი გაუგებარია.

მეტიც, არის შემთხვევები, როდესაც იმ სიტყვების მნიშვნელობა, რომლებიც ისინი იყენებენ, საზოგადოების ნაწილს არ ესმის. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მისი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს. ახლა ალბათ ბევრი მათგანი გეტყვით, თუ რას ნიშნავს „სლეი“, მაგრამ ისეთი სლენგები, როგორიც „ვოუქი“, „დოუპ“ და სხვებია განმარტებას საჭიროებს. 

ჩვენ ინფორმაცია სწორედ ჯენ ზი სლენგების შესახებ მოვიძეთ და მკითხველს ვთავაზობთ, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთის ყველას გვესმოდეს. 

„ვაიბი“ - საუბრისას ამბობენ ხოლმე, რომ ადამიანისგან ძალიან კარგი „ვაიბები“ მოდის. ეს კი ენერგიასა ან განწყობას ნიშნავს. „ვაიბი“ შეიძლება უარყოფითიც იყოს, ან შესაძლოა სიტუაცია შენთვის ნაცნობი იყოს და თქვა, ისეთივე „ვაიბია“, როგორც სხვაგან იყო.

„დაქენსელება" - განიმარტება, როგორც რაღაცის გაუქმება, თუმცა საუბარში გავლენიანი ადამიანებისა ან ბრენდებისთვის ხაზის გადასმის აღსანიშნად იყენებენ. მაგალითად, რომელიმე ვარსკვლავის საღამოს ან ბრენდს შეიძლება საზოგადოებამ რაიმე მიზეზით პროტესტი გამოუცხადოს. ამ დროს ის „ქენსელდება“.

„დოუპ“ - ეს არის რაღაც ძალიან კარგი, შეგიძლია ტანსაცმელზეც თქვა, ადამიანზეც და იმაზე, რაც ძალიან მოგწონს. ახალგაზრდები ამ სიტყვას ხშირას იყენებენ.

„ექსტრა“ - ეს სლენგი გამოიყენება ზედმეტის აღსანიშნავად. ეს იქნება ზედმეტად გამოპრანჭული თუ ზედმეტად დრამატული ადამიანი. 

„სლეი ქვინ“ - ეს ის ფრაზაა, რომელიც საზოგადოების ნაწილმა უკვე კარგად იცის, თუმცა კიდევ ერთხელ განვმარტოთ. გამოიყენება მაშინ, როდესაც ვიღაცის საქციელით ან სიტყვებით აღფრთოვანებული ხარ და კომპლიმენტად ეუბნები „სლეი“.

„გოსთინგი“ - როდესაც ადამიანის მეორე პიროვნების ცხოვრებიდან უსიტყვოდ ქრება. არც წერს, არც „სინავს“ და პასუხს არ უბრუნებს. ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ მისი ცხოვრებიდან აორთქლდა, გაქრა. 

„ვოუქი“ - სხვადასხვა, მათ შორის, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხზე კარგად ინფორმირებული ადამიანი. სხვა ნაცნობი ფრაზა რომ გამოვიყენოთ, იგივეა, რაც „აზრზე მოსული“.

„ფირიოდ“ - როდესაც შენს აზრს მკაფიოდ აფიქსირებ, ეს სლენგი მაშინ ითქმის. მოკლედ, რომ ვთქვათ, ნათქვამში ეჭვი არ შეგაქვს, წყალი არ გაუვა. ეს სიტყვა წინადადების ბოლოს გამოიყენება. 

„ქრინჯი“ - ისეთ სიტუაციაში ალბათ ყველა აღმოვჩენილვართ, როდესაც თავს ძალიან უხარხულად ვგრძნობთ და ზოგჯერ ზიზღის შეგრძნებაც გვაქვს. სწორედ ეს არის „დაქრინჯვა“ და „ქრინჯი“. სიტყყვა - „ქრინჯი“ შეიძლება ადამიანზეც ითქვას. 

„მუუდ“ - როცა შენთვის რაღაც სიტუაცია ძალიან ნაცნობი და ახლობელია.

„სიმპ“ - ადამიანი, რომელიც ძალიან ზედმეტად ცდილობს. მაგალითად, ვიღაც მოსწონს და მისი ყურადღების მიქცევას ძალიან ცდილობს. 

„თრიგერი“ - სიტუაცია, რაც ძველ ტრავმას გახსენებს. საუბრისას ამბობენ, ხოლმე „დავთრიგერდიო“, რაც იმას ნიშნავს, რომ გონება ისევ იმ მდგომარეობას დაუბრუნდა, როდესაც ადამიანი თავს ცუდად გრძნობდა. 

„ფემ“ - ოჯახის შემოკლებული ვერსია, ხშირად ეუბნებიან იმ ადამიანს, რომელიც ოჯახის წევრი არ არის, თუმცა მათსავით ძვირფასია.

„სის“ - დის შემოკლებული ვერსია, რასაც როგორც ოჯახის წევრებს, ასევე დაქალებსაც უწოდებენ.

„გლოუ აფი“ - ცვლილება, როდესაც ადამიანი საკუთარი თავის უკეთეს ვერსიას ქმნის, უჯობესდება. იგივეა, რაც რომ ვთქვათ, გაიზრდაო.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება