სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კლდის საჯარო სკოლაში მომავალ პირველკლასელებს უმასპინძლეს
20-06-2024
-
+


სკოლებში აქტიურად ტარდება ტრანზიციის პროექტები, რაც მიზნად ისახავს მომავალ პირველკლასელთა მიწვევას სკოლებში. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლაც შეუერთდა ამ პროექტს და მიმდინარე წლის 18 ივნისს სკოლაში ბაღის აღსაზრდელებს უმასპინძლეს.

ბავშვებმა დაათვალიერეს სკოლის შენობა, გაიცნეს მომავალი პირველი მასწავლებელი და შეასრულეს სხვადასხვა აქტივობები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეთა დაინტერესებას და სწავლისადმი მეტი ინტერესის გაღვივებას ბავშვებში.

სკოლაში მოეწყო უამრავი აქტივობა, რაშიც ბავშვები მთელი სულითა და გულით, მონდომებით ჩაერთნენ. Შეხვედრის ბოლოს კი ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. 

კლდის საჯარო სკოლის მასწავლებლები მომავალ მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს დიდი სიყვარულით ელიან. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება