სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების ინსტრუმენტები - 2024 წელი
15-06-2024
-
+


მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) წარდგენა უკვე დაიწყო. რა სახის და მიმართულების  მტკიცებულებები უნდა წარადგინონ პედაგოგებმა და რა უნდა გაითვალისწინონ აღნიშნულ პროცესში - გთავაზობთ დეტალურ ინსტრუქციას:

მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასება

1. მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა ფასდება მასწავლებლის სტანდარტით განსაზღვრული, მისანიჭებელი სტატუსის შესაბამისი კომპეტენციების ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულებების შეფასებისა და კომისიასთან ზეპირი გასაუბრების საფუძველზე.

2. მასწავლებელი მტკიცებულებებს ასახავს პორტფოლიოში, რომელიც განთავსებულია სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, eschool-ის ელექტრონულ სივრცეში.

3. წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მსურველი ვალდებულია, პორტფოლიოში წარმოადგინოს განხორციელებული აქტივობების მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს შესაბამისი კომპეტენციების ფლობას შემდეგი სამი მიმართულებით:

ა) სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა;

ბ) სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელება;

გ) პროფესიული პასუხისმგებლობა (პროფესიული პასუხისმგებლობა გულისხმობს საკუთარი და კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას, მოსწავლეებთან და/ან მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ურთიერთობას).

4. პორტფოლიოში წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა ადასტურებდეს სტატუსის შესაბამისად კომპეტენციის ფლობას:

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მსურველი წამყვანი მასწავლებლისთვის განკუთვნილი კომპოტენციებიდან თითოეული მიმართულების ფარგლებში ატვირთავს შესაბამის მტკიცებულებას/მტკიცებულებებს, რომელიც უკავშირდება ესგ-ს დანერგვასა და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას.

მენტორი მასწავლებლობის მსურველი მენტორი მასწავლებლისთვის განკუთვნილი კომპეტენციებიდან თითოეული მიმართულების ფარგლებში ატვირთავს შესაბამის მტკიცებულებას/მტკიცებულებებს, რომელიც უკავშირდება ესგ-ს დანერგვასა და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას.

5. მასწავლებლის პორტფოლიოში წარმოდგენილი უნდა იყოს სამივე მიმართულებით საქმიანობის დამადასტურებელი, მინიმუმ, ერთი მტკიცებულება მაინც. შესაძლებელია ერთი და იგივე მტკიცებულება რამდენიმე კომპეტენციის ფლობას ადასტურებდეს.

6. პორტფოლიოში უნდა განთავსდეს მოქმედი სტატუსის მოპოვების შემდეგ განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელი მტკიცებულებები. 

იხილეთ დეტალური ინსტრუქცია


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება