სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გეტას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სასწავლო პროექტის ფარგლებში, გარემოსდაცვითი აქტივობები განახორციელეს 
14-06-2024
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტას საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის მიმართულებით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

იქ, ახლახან, რუსული ენის პედაგოგმა - თუქაზბან მამედოვამ სასწავლო პროექტი - „მდგრადი განვითარების 17 მიზანი“ განახორციელა. მისი მიზანი მოსწავლეებში, მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ, ცნობიერების ამაღლება გახლდათ. 

პროექტის ფარგლებში, სოფელ გეტას და სოფელ ძველი ქვეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოფლისკენ მიმავალი გზა და მდინარე გეტას სანაპირო გაასუფთავეს. გარდა ამისა, მათვე დარგეს ხეები.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა, წყლის რესურსის დაზოგვის მიზნით, საერთო მოხმარების წყლის ღია ონკანები დაკეტეს და დატოვეს სამენოვანი წარწერები (რუსულ, ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე) „დაკეტე ონკანი!“

როგორც სკოლაში გვიყვებიან, იქ მდგრადი განვითარების სხვა მიზნების შესახებ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გაიმართა.

პროექტის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება