| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და მხიარულება იყო.
IVა კლასის მოსწავლეებმა და მათმა დამრიგებელმა მარინე (მარიკა) ფიფიამ სასკოლო საზოგადოებას ლამაზი დღე აჩუქეს. მათ ემოციებით აღსავსე ღონისძიება გამართეს. სცენაზე იდგნენ დახვეწილი, მცოდნე მოსწავლეები, რომელიც მაყურებელთა გულს ათბობდნენ.
მოსწავლეები პირველ დამრიგებელს დაემშვიდობნენ, ცოდნა გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სასკოლო საზოგადოების შექება დაიმსახურეს.
„დრო მალე გავიდა...
ცოდნის დაგროვებაში, ახლის ძიებაში, წარმატების შეგრძნებაში, სიხარულში, გამარჯვებაში და ზოგჯერ, მარცხის განცდაშიც...
თქვენ მეოთხე კლასს ამთავრებთ და ახალი შემართებით, ახალ მასწავლებლებთან შეხვდებით სასწავლო წელს!
მჯერა, ისინიც ისევე იმაყებენ თქვენით, როგორც მე ვამაყობ!
მე კი ვივლი თქვენს მხარდამხარ, თვალს მივადევნებ თითოეულ ნაბიჯს და დიდი სიხარულით გავიზიარებ მრავალ წარმატებას!
ბედნიერი ვარ, რომ თქვენი პირველი მასწავლებელი მქვია და ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი გიჭირავთ!
გზას დაგილოცავთ, ჩემო ვარსკვლავებო“,- წერს პედაგოგი მარიკა ფიფია.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას