სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ტური
13-06-2024
-
+


იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინტერესო და მამოტივირებელი აქტივობა ეწყობა. 

ამჯერად კი, ექსკურსია წყალტუბო-მცხეთის მიმართულებით მოეწყო. მისი მარშრუტი შემდეგი იყო: ზედაზენი-ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, შიო მღვიმე-სამთავროს დედათა მონასტერი-სვეტიცხოველი და ჯვრის მონასტერი.

ექსკურსია 6 საათზე, სასიამოვნო განწყობითა და მაღალი მოტივაციით, დაიწყო.

სასკოლო საზოგადოებამ თავდაპირველად, მცხეთაში, საგურამოს ქედზე მდებარე, VI საუკუნეში აგებული ზედაზნის მონასტერი მოინახულა. მათ ადგილზე ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ ზედაზნის მთა წარმართულ ხანაში იბერიის ერთ-ერთი მთავარი საკულტო ადგილი იყო, სადაც აღმართული იყო ზედაზნის კერპი. VI საუკუნეში, როცა საქართველოში შემოვიდა 13 ასურელი მამა, მათმა წინამძღოლმა იოანე ზედაზნელმა კერპის ადგილას დაარსა მონასტერი.

ზედაზნის მონასტრიდან ისინი ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში წავიდნენ, სადაც ბავშვებმა მიმოიხილეს დიდი მწერლის, საზოგადო მოღვაწისა და წმინდანად შერაცხული დიდი ილიას ღვაწლი და ცხოვრების გზა.

საგურამოდან წასულები კი, VI საუკუნეში ერთ-ერთი ასურელი მამის შიო მღვიმის მიერ აგებულ შიო მღვის მონასტერს ესტუმრნენ, სადაც წმინდა შიო საფლავი მოინახულეს და მოილოცეს. 

„შიო მღვიმიდან გეზი ავიღეთ 1820 წელს, 10 მონაზვნის მიერ დაარსებულ, ფერისცვალებისა და წმინდა ნინოს სახელობის სამთავროს დედათა მონასტრისკენ, სადაც მოვილოცეთ ბერი გაბრიელის საფლავი. მის შემდეგ კი მოვინახულეთ მეორე იერსულამად წოდებული, XI საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლი სვეტიცხოველი, სადაც დაკრძალულია უფლის კვართი და წმინდა ელიას წინასწარმეტყველის მოსასხამი.

შემდეგ კი მოვილოცეთ ჯვრის მონასტერი.

ვუყურებდით ამ დიდებულ ძეგლებს და სიამაყით ვივსებოდით ჩვენი ქართველობით. ღმერთს კი ვმადლობდით, საქართველოში რომ დავიბადეთ.

ექსკურსიით კმაყოფილნი დარჩნენ დამრიგებელი, მოსწავლეები და მშობლები. სახლისაკენ მომავლებს კი ერთი ფრაზა გვიტრიალებდა თავში - „ოხ ,საქართველოვ, მშვენიერი ხარ, საოცრება“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება