სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება გეოგრაფიულ მარათონში 
13-06-2024
-
+


წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ შეჯიბრებასა და კონკურსში დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, ისინი სკოლათშორის გამართულ გეოგრაფიულ მარათონში მონაწილეობდნენ.

„მარათონი საინტერესო, სახალისო, ინფორმაციული და ცოდნაზე ორიენტირებული გახლდათ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ფინალში გავიდნენ და პირველ ადგილი დაიკავეს: ბარბარე შანავამ (მე-8 კლასი) და მარიამ კონჯარიამ (მე-7 კლასი),

როგორც გვიყვებიან, გეოგრაფიული მარათონი, 2023-2024 სასწავლო წლის შეჯამებისთვის  მოეწყო, რომელიც მიზნად ისახავდა დამუშავებული სამიზნე ცნებების განმტკიცებას (გეოგრაფიული გარსი, გეოგრაფიული მოვლენა, გეოგრაფიული პროცესი, მოსახლეობა და მეურნეობა, მდგრადი განვითარება).

გეოგრაფიულ მარათონში წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, მონაწილეობდნენ წალენჯიხის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის, ზუგდიდის „ჯიჯი გიმნაზიის“ და ზუგდიდის სოფელ კორცხელის საჯარო სკოლის  VII-VIII კლასის მოსწავლეები.

პროექტის დაწყებიდან დასრულებამდე მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული.

გეოგრაფიულ მარათონში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

პირველი ადგილი: ბარბარე შანავა (მე-8 კლასი- ქ.წალენჯიხის მე-2 საჯარო სკოლა), ანდრია ჩიკაშუა (მე-8 კლასი-ქ.ზუგდიდის „ჯიჯი გიმნაზია“), მარიამ კონჯარია (მე-7 კლასი -ქ.წალენჯიხის მე-2 საჯარო სკოლა), ნია ქარდავა (მე-7 კლასი ქ.წალენჯიხის სოფ.ეწერის საჯარო სკოლა), ნიაკო ქობალია (მე-7 კლასი ქ.ზუგდიდის სოფ.კორცხელის საჯარო სკოლა).

მეორე ადგილი: ლუკა კონჯარია (მე-8 კლასი ქ.წალენჯიხის მე-2 საჯარო სკოლა), ცოტნე კუკავა (მე-8 კლასი- ქ.ზუგდიდის „ჯიჯი გიმნაზია“), გოგი ბერიშვილი(მე-7 კლასი- ქ.წალენჯიხის მე-2 საჯარო სკოლა), ელენე ქარდავა (მე-7 კლასი -ქ.წალენჯიხის სოფ.ეწერის საჯარო სკოლა), დანიელ ხასია (მე-7 კლასი ქ.ზუგდიდის სოფ.კორცხელის საჯარო სკოლა).

სკოლაში მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება