სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ცოცხალი პოეტი“ - ქუთაისის N38 სკოლაში პოეზიის საღამო გაიმართა 
14-06-2024
-
+


ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პოეზიის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ. ამის მაგალითია ის ღონისძიებები და აქტივობები, რომლებიც სკოლაში  იმართება.

მათ შორის იყო პოეზიის საღამო, რომელიც მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის სკოლაში გაიმართა.

აღნიშნული პოეზიის საღამო პროექტის - „ცოცხალი პოეტი“ განხორციელდა, სადაც მიიწვიეს საბავშვო პოეტი გივი ჩიღვინაძე. პროექტის ხელმძღვანელი გულო ყვავაძე გახლდათ.

„ყოველი კარგი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროსო“ და მართლაც ასეა, კიდევ ერთი ლამაზი სამყარო პოეზიისა და პროზის საღამო გავმართეთ სკოლაში“, - გვიყვებიან სკოლაში.

ბავშვებმა, აღნიშნულ დღეს, წაიკითხეს მიწვეული პოეტის ლექსები, მოთხრობები, ისაუბრეს ბუნების სიყვარულსა და მასთან სიახლოვეზე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებსა და პოეტს შორის გულთბილი და თემატურად  დატვირთული საუბარი გაიმართა.

„პროექტმა დასახულ მიზანს მიაღწია“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება