| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და მხიარულება იყო.
ამის მიზეზი კი პირველკლასელების ლამაზი ღონისძიება იყო, რითაც მათ ანბანი დიდი ზარ-ზეიმით „გააცილეს“.
საზეიმოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა იცეკვეს, იმღერეს და იაკობ გოგებაშვილს სამადლობელი სიტყვები მიუძღვნეს. ბოლოს კი, ფერადი კვამლიც გაუშვეს. აღსანიშნავია, რომ სადღესასწაულო განწყობას შესაბამისად მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა.
„დიდი მადლობა ჩვენი სკოლის აღსაზრდელებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს, ამ ღონისძიებისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო და ვიდეო:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე
სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები
„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას