სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლემშვენიერას საჯარო სკოლის დირექტორის - გულნაზ ჭელიძის სასწავლო წლის მანძილზე განხორციელებული ექსპერიმენტებზე დაფუძნებული შთამბეჭდავი აქტივობები 
13-06-2024
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის დირექტორი, ამავდროულად, ფიზიკისა და ბუნებისმეტყველების პედაგოგი გულნაზ ჭელიძე კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პიროვნებაა. ის ასევე შრომისმოყვარეობითა და საქმის სიყვარულით გამოირჩევა.

დირექტორი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, სკოლაში, რომელსაც არ აქვს არანაირი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, თავის პედკოლექტივს მაგალითს აძლევს.

მას „არაფრისგან შეუძლია შექმნას ყველაფერი“.  მისი, როგორც მასწავლებლის დევიზია - „მოსწავლე არ არის ჭურჭელი, რომელიც უნდა აავსო, ის ჩირაღდანია, რომელიც უნდა აანთო“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

ხელმძღვანელის ორგანიზებითა და ინიციატივით, სკოლაში სასწალო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო, მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლა 2023-2024 სასწავლო წლის ქრონიკას გვიზიარებს და იმ აქტივობებს გვაცნობს, რომელიც დირექტორის ხელმძღვანელობით განხორციელდა.

მან, სკოლაში, ჩაატარა: ცდები, კონკურსები, კონფერენციები, გასვლითი გაკვეთილები, შექმნა მოდელელები, პოსტერები, კედლის გაზეთები, კომპლექსური დავალებები და სხვა.

დირექტორ გულნაზ ჭელიძის აზრით, ექსპერიმენტი სწავლების ერთ-ერთი ყველაზე რთული და შრომატევადი, მაგრამ აუცილებელი მეთოდია.

„ექსპერიმენტების ფართო შესაძლებლობა ახალგაზრდების სწავლების, აღზრდისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ხელს უმართავს მათ ცოდნის მიღებაში, ლოგიკური მსჯელობის უნარის განვითარებასა და სასარგებლო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. მოსწავლეები პრაქტიკულად ამოწმებენ თეორიული ცოდნის სიზუსტეს, სწავლობენ მონაცემების გაანალიზებას, შედარებას და დასკვნების გამოტანას. ძნელი წარმოსადგენია უფრო ეფექტური მეთოდი მათი ცნობისმოყვარეობის გასაღვივებლად. სწორედაც, ჩემი მიზანია, ეს  ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილონ მოსწავლეებმა იმ  მინიმალური საშუალებებით, რომლებიც აქ მოიპოვება“, - აღნიშნავს დირექოტრი.

სასწავლო წლის განმავლობაში მან არაერთი საინტერესო აქტივობა, პრეზენტაცია და ცდა განახორციელა შემდგომ თემებზე: დიფუზია, ეკოსისტემები, ნარჩენების დახარისხება და რეციკლირება, სიმკვრივე, ენერგიის გარდაქმნა - ქარის წისქვილები, კატაპულტები, თვითმოძრავი ნავები, რეაქტიული მოძრაობის მოდელები, ფარადეის გალია, ნარევების დაყოფა და მისი მოდელები, ასევე თემაზე როგორ დავიცვათ ბუნება - პრეზენტაციები და პოსტერები შექმნა.

ასევე საკითხებზე - „მზის სისტემა და მისი მოდელები“ თემაზე - „არა თამბაქოს“ საინტერესო პროექტი განახორციელა.

ლეიდენის ქილა, ტერარიუმების კონკურსი: 11 თებერვალი მსოფლიო მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღე - პრეზენტაციები და კედლის გაზეთები, პროექტი თემაზე: „საკვების შენახვა, ეტიკეტის წაკითხვა და მისი მნიშვნელობა, მერვე და მეათე კლასების გასვლითი ღონისძიება ექსპერიმენტარიუმში, დრეკადობის ძალა და ჰუკის კანონი, მხიარული მეცნიერება, სტუმრად სკოლაში, ფიზიკის კონფერენცია თემაზე „ხელოვნური ინტელექტი“, პროექტი თემაზე „მომავლის ენერგიები“, კონკურსი თემაზე: „ნორჩი ვულკანოლოგები“, გასვლითი გაკვეთილი გარდაბნის თბოელექტროსადგურში, რომლის მიზანიც იყო გაგვეგო, თუ როგორ ხდება სითბური ენერგიის გარდაქმნა ელექტრულ ენერგიად - აღნიშნული აქტივობები სწორედ მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა სკოლაში.

„როგორც ვიცით, დირექტორი საუკეთესო მაგალითი უნდა იყოს საკუთარი პედკოლექტივისთვის, ამას კი ქალბატონი გულნაზი შესანიშნავად ახერხებს“, - გვეუბნებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება