| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გარემოს, რომ დაცვა სჭირდება საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე მასწავლებლები ზრუნავენ და ბავშვებს ბუნებრივი რესურსების დაზოგვასა და მოფრთხილებას ასწავლიან.
5 ივნისს, გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით, წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, განხორციელდა აქტივობები მე-5 და მე-9 კლასებში.
აქტივობებში ჩართული იყო 4 საგნის პედაგოგი (მოქალაქეობა - გური ბაბილოძე, ბიოლოგია - ნათია ხუჭუა, ფრანგული - თეონა ჩაკვეტაძე და რუსა კილაძე, ხელოვნება - ქეთი დევნოზაშვილი).
მე-9 კლასის მოსწავლეებმა იმსჯელეს, რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ანთროპოგენურმა ფაქტორებმა გარემოზე. ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობით წარმოადგინეს პრეზენტაციები, პლაკატები სლოგანით - „გადაამუშავე ნარჩენები და და არა თავად ბუნება“. ბავშვებმა ისაუბრეს მჟავა წვიმებზე, სათბურ ეფექტზე და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინდუცირებულ ორგანიზმებს ბიომრავალფეროვნებაზე. ყურადღება გაამახვილეს რესურსების არაგონივრულ მოხმარების შედეგებზე და ალტერნატიული გზების მოძიების მნიშვნელობაზე.
მე-5 კლასელებმა ბუნებაში შეასრულეს კომპლექსური დავალება „ეკო ჟურნალისტი“, სადაც კოგნიტური სქემის გამოყენებით იმსჯელეს გარემოს დაცვის აუცილებლობაზე.
ხელოვნების გაკვეთილზე დაამზადეს მაკეტები და ნახატები, სადაც ასახეს ადამიანის დადებითი და უარყოფითი ქმედებების გავლენა გარემოზე. მოსწავლეებმა ფრანგულად გააფორმეს სლოგანები.
სკოლის დირექციის ხელშეწყობით დასუფთავდა სკოლის ტერიტორია და დაირგო ნერგები.
„ამ დღემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა“,- აღნიშნავენ სკოლაში და განხორციელებული აქტივობების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე
სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები
„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას