სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წყალი ჩვენი სახლია“ - ერკეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეთა საინტერესო პროექტი 
11-06-2024
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო პროექტი და აქტივობა იმართება.

მათ შორის იყო სკოლის დაწყებით (I-VI) კლასებში განხორციელებული პროექტი „წყალი ჩვენი სახლია“. მოსწავლეებმა საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და საჭირო უნარები შეიძინეს.

„საინტერესოდ დაგეგმილი აქტივობებით გაიზარდა მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარები და ცოდნის დონე, შეიძინეს მასალების მოძიების, დახარისხების და საპრეზენტაციო უნარები“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ პროექტის მონაწილეები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებოდნენ სასწავლო ვიზიტს ბათუმის დელფინარიუმსა და აკვარიუმში.

ახალი სეზონის დაწყებისთანავე კი ეწვივნენ ბათუმს და როგორც გიყვებიან, საოცარი სანახაობით აღტაცებულები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება