| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N28 საჯარო სკოლაში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.
4 ივნისს, სკოლაში მოსწავლეთა, მასწავლებელთა, მშობელთა და ადგილობრივი თემის წარმომადგენელთა ჩართულობით გამოფენა- გაყიდვა ჩატარდა.
მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა გამოფინეს თავიანთი ხელნაკეთი ნაკეთობები და კულინარიული ნაწარმი.
განსაკუთრებით აქტიურობდნენ მეორეკლასელები მშობლებთან ერთად, ხოლო მე-6 კლასელებმა მრავალფეროვანი ნაწარმის გამოფენა- გაყიდვა სახალისო შეკითხვების გამოცნობით დაიწყეს და გამარჯვებულები ფასდაკლებებით წაახალისეს.
შემოსული თანხა მოსწავლეებისა და მშობლების გადაწყვეტილებით უახლოეს პერიოდში გადაეცემა დიდი დიღმის მცირე საოჯახო სახლის ბენეფიციარებს, მოსწავლეებმა დაამზადეს ბარათები-საჩუქრებით და ხელნაკეთი ნივთები საოჯახო სახლის ბენეფიციარებისთვის.
სიკეთე გადამდებია! - შესაბამისად მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი წელიწადში რამოდენიმეჯერ გამართონ მსგავსი სახის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, რათა კეთილი საქმეებით დაეხმარონ იმ ადამიანებს ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებს და თემის წარმომადგენლებს საქველმოქმედო ღონისძიებაში ჩართულობისთვის.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას