სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია“ - პატრიოტული ღონისძიება ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში
04-06-2024
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეების ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, სამშობლოს სიყვარულს სწავლობენ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღებს განსაკუთრებულად აღნიშნავენ. 

ცხადია, გამონაკლისი არც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყოფილა. 

სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის და სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით, ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თემაზე - „თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია“. 

მოსწავლეებმა გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ 1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოების წინაშე წარადგინე თემატური პოსტერები და წაიკითხეს ლექსები საქართველოზე.

თვითმმართველობის თავჯდომარემ ლიკა ჭაღალიძემ, წევრმა ანანო კონცელიძემ და კლუბის ლიდერმა გიორგი ბოლქვაძემ წარადგინეს პრეზენტაციები, სადაც ისაუბრეს საქართველოს ისტორიულ წარსულზე და 26 მაისის ქართველ გმირებზე.

როგორც სკოლაში აფასებენ, შეხვედრა იყო საინტერესო და ინფორმაციული.

შეხვედრას ესწრებოდა თვითმმართველობის და კლუბის წევრები, დირექციის წარმომადგენელი ნ. კობალაძე, საზოგადოებრივი მეცნიერებათა კათედრის მასწავლებლები. სამოქალაქო განათლების კლუბი „სხივის“ კურატორი გახლავთ თამილა რიონიძე.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება