| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები არაერთ საინტერესო აქტივობას აწყობენ და საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულნი საგანმანათლებლო პროცესში.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბის (ხელმძღვანელები: ინგა გელაშვილი და ასმათ ბუსხრიკიძე) წევრების მონაწილეობით მოეწყო ვიზიტი სხვიტორის მოხუცთა დღის ცენტრში.
გასვლითი აქტივობა 31 მაისს გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ცენტრში მათ გულთბილი მიღება მოუწყო ხელმძღვანელმა ქეთევან ფალავანდიშვილმა. ტორტით ხელდამშვენებულებმა მოსწავლეებმა გაახარეს მასპინძლები, მათ დაუსვეს შეკითხვები, არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრეს და დადებითი ემოციებით აღივსნენ.
ცენტრის მკვიდრებმა გულთბილად დალოცეს და მშვიდობიანი მომავალი უსურვეს მოსწავლეებს.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი