| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ახლახან, პატარა მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს და სომხური ანბანი ლამაზი, შთამბეჭდავი ღონისძიებით „გააცილეს“.
ზეიმს პირველი კლასის დამრიგებელი - ჯულიეტა იორდანიანი ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობის განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა, სასწავლო წლის განმავლობაში, ანბანის ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს და ასო-ბგერები დიდი მონდომებით შეისწავლეს.
პირველკლასელებმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას შთამბეჭდავი ნომრები წარუდგინეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები ესწრებოდნენ.
სკოლის დირექტორმა - ნორაირ აკოპიანმა ღონისძიების ორგანიზატორსა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას