სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება ნორიოს საჯარო სკოლაში
29-05-2024
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.

26 მაისს, სკოლაში, საინტერესო კვირეული მიეძღვნა. ორმა მეათეკლასელმა როგორც სკოლაში გვიყვებიან, კვირეულში უდიდესი შრომა ჩადო.

„მათ, არაფრისგან შექმნეს ყველაფერი. ამას მოწმობს სკოლაში დაღამებული რამდენიმე დღე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

დანარჩენი კლასების მოსწავლეებმა ნამუშევრები დახატეს თემაზე -„ჩემი თვალით დანახული საქართველოს დამოუკიდებლობა“, შემდგომ კი მოაწყვეს გამოფენა-გაყიდვა.

აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი. ბავშვებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, 1918 წლის 26 მაისს მონიჭებული სიხარულის მარადიულობას და შედეგების მდგრადობას ვუსურვებთ სრულიად საქართველოს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.

იხილეთ ფოტოები: 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება