| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პატრიოტულ სულისკვეთებით ზრდიან.
ამ მოტივით, სკოლაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღები საზეიმოდ აღინიშნება და ცხადია, არც დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი დარჩენილა აღნიშვნის გარეშე.
„დამოუკიდებლობა ხომ ერის ზნეობის გადარჩენაა და, ამდენად, თვით ერის გადარჩენაც“, - ამ იდეით განმსჭვალულმა მოსწავლეებმა, გაიხსენეს საქართველოს წარსული, 26 მაისის დაარსების დღე და აღნიშნეს, რომ დამოუკიდებლობა არის ის, რის გამოც ბრძოლაც ქვეყანაში დღემდე არ შეწყვეტილა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები: მარიამ ბესიაშვილი და თემიდა მიქავა, ასევე პირველი კლასის მასწავლებელი ნათია კოკაია.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები, ასევე მეორეკლასელები, პედაგოგ თეონა კვიციანის ხელმძღვანელობით და მესამე კლასის მოსწავლეები პედაგოგ მარი სიხარულიძის თაოსნობით.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სტუდენტის სტატუსის შეჩერების ახალი წესი
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება