| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა.
სკოლაში ნამდვილი დღესასწაული მოეწყო. კურსდამთავრებულებმა იმღერეს, იცეკვეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, საყვარელი პედაგოგების ამაგი აღნიშნეს და მათ ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.
განსაკუთრებით ემოციური იყო მე-12 კლასელთა სურპრიზი, რომელიც კურსდამთავრებულებმა თანაკლასელს - შშმ მოსწავლეს მოუწყვეს. ის სკოლის მიერ შედგენილი ინდივიდუალური სწავლების სპეციალურ გეგმით შინ სწავლების რეჟიმზე იყო, მოსწავლეები მას სკოლაში საზეიმოდ დახვდნენ, ეს დღე განსაკუთრებულად მიულოცეს და გააბედნიერეს.
მე-12 კლასელთა ჟრიამულმა და ამაღლებულმა განწყობამ მთელი სასკოლო საზოგადოება მოიცვა.
ღონისძიება შთამბეჭდავი, ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მთლი სასკოლო საზოგადოებისთვის.
სკოლაში, მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებებს უსურვებენ.
იხილეთ ვიდეო ბმულზე
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ