სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მე ვალაგებ საქართველოს“​ - ნიგვზიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები დასუფთავების აქციაში ჩაერთნენ
28-05-2024
-
+


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს გარემოს მოფრთხილებასა და მასზე ზრუნვას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. ამის დასტურია ისიც, რომ პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მოსწავლეები სხვადასხვა გარემოსდაცვით პროექტებში აქტიურად მონაწილეობენ.

ამჯერად, მოსწავლეები და ამავე სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ „დემოსის“ წევრები დასუფთავების აქციაში - „მე ვალაგებ საქართველოს“ მოხალისეობრივად ​ჩაერთნენ.

აღნიშნული აქცია საქველმოქმედო ორგანიზაცია „სადაგისა“ და სამოქალაქო განათლების პროგრამის ერთობლივად ორგანიზებულია. 

აქციის ფარგლებში, მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლისა და სპორტული მოედნის მიმდებარე ტერიტორიები.

ეს დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის.

სკოლაში მადლობას უხდიან სამოქალაქო განათლების პროგრამასა და „სადაგს“ მიწოდებული რესურსებისა და ტკბილეულისთვის.

მოსწავლეებს ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: მზია კომახიძე, ირინა გუმბარიძე, მიხეილ სურგულაძე.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება