სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მე-6 კლასელები ხელოვნების მუზეუმს სტუმრობდნენ
27-05-2024
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეების მოტივაციაზე ზრუნვას, მათთვის საინტერესო ინიციატივების შეთავაზებასა და სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

ამჯერად, VIა კლასის მოსწავლეებისთვის გასვლითი ღონისძიება ხელოვნების მუზეუმში გაიმართა.

მოსწავლეებს ჩაუტარდათ საგანმანათლებლო აქტივობა - „პეიზაჟი“. 

მუზეუმის გიდი ესაუბრა მოსწავლეებს მუზეუმის სივრცეში გამოფენილ პეიზაჟებზე, ავტორებზე და მათთან დაკავშირებულ საინტერესო ისტორიებზე. შემდეგ იქვე შექმნეს ფერადი გრაფიკის მარინისტული და ურბანულისტული პეიზაჟები.

აღსანიშნავია, რომ კლასს სერტიფიკატი გადაეცა.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია მოსწავლეები აზიარონ განსხვავებულ გარემოს, მუზეუმს, გალერეას, რაც ზრდის საგნისადმი ინტერესს და უმაღლებს მოტივაციას. როგორც გვიყვებიან, მოსწავლეები გულდასმით ათვალიერებენ მხატვრების ორიგინალ ნამუშევრებს და ეჩვევიან მუზეუმის ქცევის წესებს. თავისუფლად საუბრობენ ნანახით განცდილ შთაბეჭდილებებზე, რაც დიდხანს გაჰყვებათ. 

აღსანიშნავია, რომ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ვენერა აბუსერიძე გახლავთ, კლასის დამრიგებელი კი - შორენა ბერიძე. 

იხილეთ ფოტოები:  


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება