სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

საქართველოში ქალების 95% კვირაში მინიმუმ ერთხელ მაინც ამზადებს საჭმელს - კვლევა
04-06-2018
-
+


რა სიხშირით ამზადებენ ქართველი რესპონდენტები საჭმელს და რა დროს ხარჯავენ ამ საქმიანობაში? „აიფიემ კვლევებმა“ 1000 ადამიანი გამოკითხა და როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულები საკვებს საკმაოდ აქტიურად ამზადებენ სახლებში. 

საჭმლის მომზადებით, უმეტესად, ქალები არიან დაკავებულები - მათი 95% ამზადებს საჭმელს სულ მცირე, კვირაში ერთხელ, ხოლო გამოკითხული კაცებიდან თითქმის ყოველი მეოთხეა (23%) ამ აქტივობით დაკავებული. ის კაცები, რომლებიც სახლში საჭმელს ამზადებენ, ამ აქტივობით გაცილებით იშვიათად არიან დაკავებულები, ვიდრე ქალები. კერძოდ, ქალები, საშუალოდ, კვირაში 7-ჯერ ამზადებენ საჭმელს, კაცები კი კვირაში მხოლოდ ერთხელ.

ქალები ყველაზე აქტიურები, სახლში მზარეულობის კუთხით, 45-54 წლის ასაკში არიან. ისინი ამ ასაკში საჭმლის კეთებისთვის წელიწადში, დაახლოებით, 22 დღემდე ხარჯავენ. ამ წლოვანების მიღწევამდე, ასაკის მატებასთან ერთად ქალები უფრო და უფრო მეტს მზარეულობენ სახლში. ეს დატვირთვა შედარებით იკლებს 55-64 წლის ასაკში. კაცები კი ცხოვრების განმავლობაში, თითქმის ყველა ასაკში თანაბრად იშვიათად ამზადებენ საჭმელს. სხვა ასაკობრივ კატეგორიებთან შედარებით, კაცებში ოდნავ მაღალია ამ აქტივობაზე დახარჯული დრო 18-24 წლის ასაკში.

ეს სტატისტიკა კარგად აჩვენებს სქესთა შორის ამ აქტივობის გადანაწილებას - საჭმლის კეთება ცალსახად ქალის როლია. კაცების მხრიდან ახალგაზრდა ასაკში საკვების მომზადების შედარებით მაღალი ინტენსივობა შესაძლოა იმით ავხსნათ, რომ საქართველოში ეს ასაკი უმეტესობისთვის, სტუდენტობის პერიოდია, რასაც ახალგაზრდების დიდი ნაწილი ოჯახის წევრებისგან მოშორებით ატარებს, ამიტომ ამგვარი დამოუკიდებლობა 18-24 წლის ასაკის კაცებში საკუთარ კვებაზე ზრუნვის მიზეზი ხდება.


მთელი ცხოვრების განმავლობაში საჭმლის მომზადებაში დახარჯული დრო რომ დავთვალოთ, გამოდის, რომ ამ აქტივობაში 65 წლის ქალს, ზრდასრული ასაკიდან მოყოლებული, საშუალოდ, 2 წელი და 60 დღე აქვს გატარებული, ხოლო კაცს - მხოლოდ 77 დღე.

თუ ამ შედეგებს „აიფიემ კვლევების მიერ“ 2006 წელს განხორციელებული მსგავსი კვლევის მონაცემებს შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ ქალები ყველა ასაკში, ახლაც დაახლოებით, იგივე დროს ხარჯავენ საჭმლის მომზადებაში. 2018 წელს მათი მხრიდან მეტი დრო ეთმობა სახლში მზარეულობას 45-54 წლის ასაკში. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში საკვების მომზადებასთან დაკავშირებით ქალების დატვირთვა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

ეს სტატისტიკა კარგად აჩვენებს სქესთა შორის ამ აქტივობის გადანაწილებას - საჭმლის კეთება ცალსახად ქალის როლია. კაცების მხრიდან ახალგაზრდა ასაკში საკვების მომზადების შედარებით მაღალი ინტენსივობა შესაძლოა იმით ავხსნათ, რომ საქართველოში ეს ასაკი უმეტესობისთვის, სტუდენტობის პერიოდია, რასაც  ახალგაზრდების დიდი ნაწილი ოჯახის წევრებისგან მოშორებით ატარებს, ამიტომ ამგვარი დამოუკიდებლობა 18-24 წლის ასაკის კაცებში საკუთარ კვებაზე ზრუნვის მიზეზი ხდება.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება