სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია“ - საქართველოს დამოუკიდებლობის 106-ე წელი
26-05-2024
-
+


დღეს, 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან საქართველო ოფიციალურად 1991 წლის 9 აპრილს გათავისუფლდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ამ წელს თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა შეიქმნა: „ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“ - დამოუკიდებლობის ისტორიული აქტი, ნოე ჟორდანია.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918 წლის 26 მაისს რუსეთის იმპერიის დაშლისა და 1917 წლის რევოლუციის შემდეგ შეიქმნა. ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა ორმა მნიშვნელოვანმა მოვლენამ - მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩასახულმა ეროვნულმა მოძრაობამ და პირველმა მსოფლიო ომმა განაპირობა.

რა მოხდა 1918 წლის 26 მაისს?

შექმნილმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ განაპირობა ამიერკავკასიის ფედერაციის გაუქმება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. მომდევნო დღეებში დამოუკიდებლობა გამოაცხადეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა.მმიიღეს "საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი", რომელშიც ნათქვამი იყო:"ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელი, ხოლო საქართველო - სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო; დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმაა - დემოკრატიული რესპუბლიკა. საერთაშორისო ომებში საქართველო მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფოა; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანაბრად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს მიუხედავად მისი ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ქმნის ყველა პირობას მის ტერიტორიაზე მცხოვრები ერების თავისუფალი განვითარებისათვის".

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი ორგანო იყო პარლამენტი (ეროვნული საბჭო), ხოლო აღმასრულებელი ორგანო - მინისტრთა საბჭო, რომელიც ანგარიშვალდებული იყო პარლამენტის წინაშე. პარლამენტიც და მთავრობაც კოალიციური იყო, მაგრამ ჭარბობდნენ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები, რომელსაც მხარს უჭერდნენ არა მხოლოდ მუშები, არამედ გლეხებიც.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი მთავრობა შემდეგნაირად დაკომპლექტდა: მთავრობის თავმჯდომარე - ნოე რამიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი - აკაკი ჩხენკელი, შინაგან საქმეთა მინისტრი - ნოე რამიშვილი, სამხედრო საქმეთა მინისტრი - გრ. გიორგაძე, ფინანსთა, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი - გ. ჟურული, იუსტიციის მინისტრი - შ. ალექსი-მესხიშვილი, სახალხო განათლების მინისტრი - გ. ლასხიშვილი, მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრი - ნ. ხომერიკი, მიმოსვლის გზების მინისტრი - ი. ლორთქიფანიძე.

1919 წლის მარტში ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 60%-მა. დამფუძნებელმა კრებამ შეცვალა ეროვნული საბჭო და დაამტკიცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1918 წლის 26 მაისის აქტის სამართლებრივი ძალმოსილება.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლით, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციამდე, 1921 წლის 25 თებერვლამდე იარსება.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
თბილისის N143 სკოლის მასწავლებელი მარინა ნარიმანაშვილი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
 

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება