| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ და არაერთ სასწავლო სტრატეგიას მიმართავენ, ტარდება საინტერესო გაკვეთილები, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. დღეს გაგაცნობთ ერთ-ერთ მათგანს.
კერძოდ ხელოვნების გაკვეთილს, რომელსაც პედაგოგი თამარ უზუნაძე ხელმძღვანელობდა და მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურებოდა.
მოსწავლეებმა, კარგად იციან, რომ მუზეუმებსა და გალერეებში განსხვავებული სახის გამოფენები ეწყობა. სწორედ ასეთი განსხვავებული, სხვადასხვა ჟანრში და დარგში შესრულებული ხელოვნების ნიმუშები გამოფინეს მე-3 კლასის მოსწავლეებმა მათ მიერ წარმოდგენილ პერსონალურ გამოფენაზე.
მოსწავლეები დიდი სიხარულითა და ხალისით შექმნეს სხვადასხვა ჟანრის ნახატები, შემდეგ კი ჯგუფური მუშაობის შედეგად მოსაწვევი ბარათები დაამზადეს და კულტურულ ღონისძიებაზე სკოლის პედაგოგები მიიწვიეს.
დამთვალიერებელს ნამუშევრების არსზე თავადვე ესაუბრნენ და საკუთარი ხედვა გააცნეს.
მოსწავლეთა ნახატებმა დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილდებეს მასწავლებელი - ყველა დეტალი
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება