სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის რექტორი და პედაგოგები მასშტაბურ საგანმანათლებლო კონფერენციაში მონაწილეობდნენ
22-05-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები, რექტორის ხელმძღვანელობით, გარდა იმისა, რომ აქტიურად ზრუნავენ განათლებული და ერუდირებული თაობის აღზრდაზე, თავადაც არასდროს წყვეტენ პროფესიულ განვითარებას, არ უშინდებიან სიახლეებსა და გამოწვევებს. მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში, იზიარებენ კოლეგების საუკეთესო გამოცდილებას და ავრცელებენ ცოდნას.

ახლახან, თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის რექტორი დეკანოზი მირიან სამხარაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები - ნანა (ციცინო) ანთაძე და მაყვალა ანთაძე, ინგლისური ენის პედაგოგები - მზიური კოჩალიძე და ნათია პაპინაშვილი და საქართველოს ისტორიის პედაგოგი - იოსებ აფაქიძე იმყოფებოდნენ key constuling-სა და გლობალური განათლების საერთაშორისო ასოციაციის ერთობლივ კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდა განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის.

კონფერენცია ეხებოდა თემას - „ინოვაციები გლობალური განათლების სისტემაში“. კონფერენციის ბოლოს მათ ასევე გადაეცათ სერტიფიკატები წარმატებული მონაწილეობისათვის.

გიმნაზია მუდამ უზრუნველყოფს მისი თანამშრომლებისათვის სხვადასხვა პროექტში მონაწილეობას, რაც მათი პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი ხელშემწყობია. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება