სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N143 სკოლის XI კლასის მოსწავლე ბარბარე მამისეიშვილი ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის მიწვევით, ბელგიას სტუმრობდა
10-05-2024
-
+


თბილისის N143 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, XIა კლასის მოსწავლე, ბარბარე მამისეიშვილი „ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის“ (European youth parliament) სპეციალური მიწვევით, ერთი კვირით, ბელგიაში იმყოფებოდა. იქ მოსწავლე საერთაშორისო სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ პროექტისთვის საქართველოდან მხოლოდ ოთხი მოსწავლე შეირჩა. პროგრამა ინგლისურ ენაზე განხორციელდა და მასში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სესიები მოიცავდა საინტერესო დისკუსიებს, დებატებს, ჯგუფურ სამუშაოებს, ადგილობრივი სანახაობების დათვალიერებასა და სხვა მრავალ საინტერესო აქტივობას.

ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი არის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდებს მთელი ევროპიდან, რათა განიხილონ აქტუალური საკითხები.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება