| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სტატისტიკის სამსახურის ორი წლის სამოქმედო გეგმა დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც, გარკვეული სამუშაოები საჯარო სკოლებშიც ჩატარდება.
უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის შესახებ ცნობიერების და ოფიციალური სტატისტიკისადმი ნდობის ამაღლების, ასევე მომხმარებლების მიერ არსებული მონაცემების უფრო აქტიური გამოყენებისთვის, საჭიროა სტატისტიკური მონაცემების მომხმარებელთა საერთო სტატისტიკური წიგნიერების გაუმჯობესება.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ამ ამოცანის შესასრულებლად, საქსტატი ჩაერთვება აქტიურ დიალოგში მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფებთან, რათა უკეთ გაიგოს მათი საჭიროებები, გააუმჯობესოს ურთიერთობები მონაცემთა მომწოდებლებთან და ჩაატაროს მომხმარებელთა კმაყოფილების რეგულარული გამოკითხვები და ტრენინგები. მკვლევრების მიერ მონაცემების გამოყენება წახალისდება იმით, რომ მათ მიეცემათ მიკრომონაცემების გამოყენების შესაძლებლობა მონაცემთა კონფიდენციალურობის სრული დაცვით. საქსტატი ითანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, რათა გამოიყენოს მათი რესურსცენტრები, სტატისტიკის პოპულარიზაციისთვის დაწყებითი და საშუალო სკოლების მოსწავლეებში“.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა