სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბუნების მოვლით გადავარჩენთ სიცოცხლეს“ - ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მოსწავლეთა ლოზუნგი და ეკოცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული სხვა აქტივობები
07-05-2024
-
+


ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატი“ ის საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც მოსწავლეებს არა მხოლოდ საგნობრივ დისციპლინებს ასწავლიან,  არამედ მათ პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე ზრუნავენ. 

ამის ნათელი დასტური თუნდაც ისიც არის, რომ მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად აცნობიერებენ. ახლახან, სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.

პედაგოგ თამარ ღვინჯილიას ხელმძღვანელობით, მე-3 კლასის მოსწავლეებმა თემატური აქტივობა გამართეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. მათ არც პირველკლასელები ჩამოუვარდნენ. ისინი კლასის დამრიგებლის - ირმა ჭიჭინაძის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ. იაქტიურეს ხათუნა ავალიანის სადამრიგებლო II კლასის მოსწავლეებმაც. 

„დედამიწა ჩვენი სახლია“, „დაიცავით ბუნება“, „ბუნება დედასავით ლამაზია“, „ბუნების მოვლით გადავარჩენთ სიცოცხლეს“, „დავრგოთ ხეები, რათა გვქონდეს სუფთა ჰაერი“, „არ დააბინძუროთ წყალი“, „არ მოჭრათ ხეები“ - სწორედ ამ ლოზუნგებით შეუერთდა დედამიწის დღეს სკოლა.

ბოილოგიის მასწავლებელ ნაილი კუპატაძის ხელმძღვანელობით, ჩატარდა დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია. სარეველებისგან გაასუფთავეს მათ მიერ დარგული მცენარეები. გარდა ამისა, ჩაატარეს თეორიული კონფერენცია ზემოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რითაც გაიღრმავეს ბუნების სიყვარული და მზრუნველი დამოკიდებულება გარემოს და სამყაროს მიმართ.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება