სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში წარმატებულმა კურსდამთავრებულმა, ისტორიკოსმა - ვიტალი მაჭავარიანმა საინტერესო ლექცია წაიკითხა
07-05-2024
-
+


აკაკი წერეთლის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლა მოსწავლეებს მრავალფეროვან და მეტად საინტერესო სასწავლო დღეებს სთავაზობს. 

ახლახან, მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ინიციატივით, მიიწვიეს ამავე სკოლის კურსდამთავრებული ისტორიკოსი ვიტალი მაჭავარიანი.

სტუმარმა მოსწავლეებისთვის წაიკითხა ლექცია თემაზე - როგორ მივიდა საქართველო 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობამდე.

ლექციაზე ისტორიკოსმა დეტალურად განიხილა ყველა ის გამოწვევა და ისტორიული პერიპეტია, რომელთა წინაშეც იდგა აღნიშნულ პერიოდში ჩვენი ქვეყანა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საბაზო და საშუალოს საფეხურის მოსწავლეები და პედაგოგები.

სალექციო კურსის დასრულების შემდეგ გაიმართა ინტელექტუალური შეჯიბრი - „ცოდნის კომპასი“, რომელიც ძირითადად ეხებოდა 1918 -1921 წლების საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას.

გუნდები აქტიურად ჩაერთნენ თამაში, დიდი მონდომებით ცდილობდნენ საკუთარი ცოდნის წარმოჩენას.

ყველა მოსწავლემ წარმატებით შეძლო ასპარეზობა, გამარჯვებული კი 12 ქულით გუნდი- „ შავი მარგალიტი“ გახდა.

სკოლაში მოსწავლეთა შემართება ახარებთ და მადლობას უხდიან ყველას ვისაც ამ საინტერესო ღონისძიების ჩატარებაში მიუძღვის წვლილი. 

„წარმატებები ჩვენი სკოლის მოსწავლეებს! მადლობა საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრას და ბატონ ვიტალი მაჭავარიანს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება