სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა ფერის და როგორი უნდა იყოს საბანკეტო კაბა - 2024 წლის ტენდენციებზე დიზაინერი გვესაუბრა
27-05-2024
-
+


მე-12 კლასელებისთვის სასკოლო ცხოვრება დასრულდა, ტრადიციულად, ბევრი სკოლის დამთავრებას საზეიმოდ, ბანკეტებით აღნიშნავენ. ახალგაზრდები უკვე ზრუნავენ საღამოს კაბებზე, არჩევენ დიზაინს, იკერავენ და მათ ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღისთვის საგანგებოდ ემზადებიან. რა ტენდენციებია წელს, რა ფერებია აქტუალური, რა ტიპის კაბებს იკერავენ გოგონები და რა მოთხოვნებია წინა წლებისგან განსხვავებით - ამ საკითხებზე დიზაინერი სალომე ბოხუა თავის გამოცდილებას გვიზიარებს. 

- საბანკეტო კაბაზე მუშაობა საპასუხისმგებლოა, რადგან ბავშვები ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან და ცდილობენ ამ დღეს გამორჩეულები იყვნენ, განსხვავებული რაკურსით წარმოაჩინონ საკუთარი თავი. ცდილობენ შეიკერონ ტანისამოსი, რომელიც არაა ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომი, რაც ხაზს გაუსვამს მათ ინდივიდუალიზმს. კაბის არჩევა საკმაოდ შემოქმედებითი პროცესია, სტილი, ფერი, ფაქტურა, სილუეტი ყველაფერი თანხვედრაში უნდა იყოს ერთმანეთთან. ამ დროს მთავარია დიზაინერის და მომხმარებლის აზრები ემთხვეოდეს ერთმანეთს. ძირითადი მოთხოვნა არის კორსეტზე, რადგან კორსეტის შიდა ტექნოლოგიური დამუშავება საშუალებას გვაძლევს ქალის სხეული, კონკრეტულად წელი უფრო გამოვკვეთოთ.

- ძირითადად, როგორი სტილის კაბებზეა მოთხოვნა?

- შარშანდელთან შედარებით შლეიფი დამოკლდა ცდილობენ განსხვავებულთან ერთად კომფორტულიც იყოს. დიზაინთან ერთად უმთავრესია ფერი და ნაჭრის ფაქტურა შეესაბამებოდეს არჩეულ მოდელს. წელს არჩევანი პასტელურ ფერებზე შეჩერდა, ღია ვარდისფერ ტონალობებში. როგორც წელს, შარშანაც, როგორც შავი ასევე თეთრი ფერიც აქტუალურია. ელექტრიკ ფერებზე არაა მოთხოვნა. რაც შეეხება ნაჭერს ძირითადად არჩევანს აბრეშუმზე აკეთებენ. საბანკეტო ტანისამოსზე მოთხოვნა ძირითადად გოგონებისგან მოდის. ვფიქრობ, სხვა წლებთან შედარებით ცდილობენ სადა, მინიმალისტურზე გააკეთონ არჩევანი და ასევე პრაქტიკულზე. 

- თქვენი გამოცდილებით, რა იყო ყველაზე უცნაური, რაც შეგიკერავთ?

- საბანკეტოზე უცნაურს ტანისამოსს ვერ გამოვარჩევდი, თუმცა მყავს რამოდენიმე მომხმარებელი რომელიც ექსპერიმენტებს არ უშინდება და ნაჭრის გარდა სხვადასხვა ფაქტურაც შეგვაქვს ტანსაცმელში. ვიტყვი, რომ თითოეულთან ურთიერთობა საინტერესო პროცესია. დიდი გამოწვევაა ჩემთვის ინდივიდუალურ შეკვეთებზე მუშაობა, რადგან ყველას განსხვავებული სხეულის პროპორციები აქვს, ეს უკვე გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, რაც საინტერესოს ხდის სამუშაო პროცესს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება