| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბათუმის N20 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა მოეწყო.
სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები 18 აპრილს, არქეოლოგიურ მუზეუმს სტუმრობდნენ. მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზებში გამოფენილი ქვის, ბრინჯაოს, რკინის ფართო ათვისების, ანტიკური, ელინისტური, რომაული, ბიზანტიური და გვიან შუასაუკუნეების ხანის არტეფაქტები. მუზეუმის კოლექციებში დაცული ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოსა და რკინის საინტერესო ნუმიზმატიკური და გლიპტიკური ძეგლები. მუზეუმის მდიდარი ოქროს ფონდი.
მოსწავლეები ასევე მონაწილეობდნენ მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში - „საბავშვო არქეოლოგია“, რომელიც მათთვის მეტად სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა. პროგრამას უძღვებოდა გიდი - ანა ბარამიძე.
მოსწავლეები მუზეუმიდან ახალი ცოდნითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი