| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს არა მხოლოდ საგნობრივ დისციპლინებს, არამედ გარემოს დაცვას ასწავლიან და მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
დაშბაშის საჯარო სკოლაში ბუნების პედაგოგ ლუსინე კალაჩიანის ხელმძღვანელობით, განხორციელდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი პროექტი - „ნარჩენების მართვა“.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სწავლებს, ნარჩენების მეორადი გადამუშავების მნიშვნელობის გააზრება, ნარჩენების შემცირების გაცნობიერება, პოლიეთილენის შეგროვება და დახარისხება, ძველი წიგნების, ჟურნალების შეგროვება და გადასამუშავებლად მომზადება.
მოსწავლეებმა ასევე განიხილეს დღეს არსებული ეკოლოგიური პრობლემები, ხაზი გაუსვეს მდგრადი განვითარების მნიშვნელობას, ისაუბრეს პრობლემების გადაჭრის გზებზე.
მოსწავლეებისთვის აქტივობები მეტად საინტერესო აღმოჩნდა და გამოთქვეს მზაობა, რომ გარემოზე ყოველთვის იზრუნებენ.
დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი