სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
18-04-2024
-
+


ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ. 

სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა, რასაკვირველია, არც დედაენის დღე დარჩენილა და თარიღს საზეიმო ღონისძიება მიეძღვნა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში, მასწავლებლების - ნანა კარაპეტიანისა და მანანა ნათენაძის ხელმძღვანელობით, ჩაერთნენ.

მათ დედაენისადმი მიძღვნილი სიტყვები და ლექსები მხატვრულად წაიკითხეს. გარდა ამისა, მოსწავლეებმა სხვადასხვა, მათ შორის, კალიგრაფიული ნამუშევარი მოამზადეს, ისინი შეფასდა და საუკეთესოები გამოვლინდა. მოსწავლეები კი დასაჩუქრდნენ.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა შორის შეჯიბრი გაიმართა, რომლის თემაც დედაენა და მასთან დაკავშირებული საკითხები იყო. ღონისძიების დასასრულს, თითოეულ მოსწავლეს სერტიფიკატი გადაეცა. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება